კარგი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა” შემოვა პარლამენტში, რადგან მოგვეცემა შესაძლებლობა, შევქმნათ საგამოძიებო კომისიები სხვადასხვა საკითხზე

კარგი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა” შემოვა პარლამენტში, რადგან ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, მაგალითად, რომ შევქმნათ საგამოძიებო კომისიები სხვადასხვა საკითხზე,- ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ოპოზიცია საგამოძიებო კომისიას ვერ შექმნის, რადგან ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. „მათ შორის, იცით, რომ დღეს მიმდინარეობს განხილვა ამნისტიის კანონპროექტის და ჩვენ, იცით, რომ მხარს ვუჭერთ საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას 19-21 ივნისის მოვლენების გამოძიების მიზნით. ამას ჩვენ ვერ მოვახერხებთ იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაცია არ იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, რადგან დღეს ოპოზიციას ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. ამიტომ მიმაჩნია, რომ კარგი იქნება თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ თუ ისინი თავისი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ამაზე უარს იტყვიან, ეს არ ცვლის ჩვენს დღის წესრიგს პარლამენტში, რაც არის მიშელის გეგმის სწრაფი განხორციელების უზრუნველყოფა“,- განაცხადა სამადაშვილმა....
წყარო

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 5 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 3 დღის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 6 დღის წინ

Inga

თბილისი
  • 7 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 1 დღის წინ

დეა

თბილისი
  • 1 თვის წინ