გოლეთიანი: ჩვენ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება პიკეტირება სხვადასხვა ადგილების, ამას შევასრულებთ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ თანამოაზრეებთან ერთად ელოდება ხელისუფლების პასუხს იმ მოთხოვნებზე, რომლებიც აქციის მონაწილეებმა დააყენეს“. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციის მონაწილეები პროტესტს პიკეტირებით გააგრძელებენ. „არშესრულების შემთხვევაში რაც ვთქვით, რომ გადავინაცვლებთ და მოხდება პიკეტირება სხვადასხვა ადგილების, ამას შევასრულებთ. მათი გადასაწყვეტია მათი რეაქცია, ჩვენ ყველანაირი რესურსი და საშუალება ამოვწურეთ იმისა, რომ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში გაგვევლო ეს საკითხები. იმიტომ, რომ ამ ფორმატზე თავად ხელისუფლება არ მოდის ჩვენთან. ამას ვხედავთ, ეს არ არის გუშინ დაწყებული პროცესი რაც აქ ხდება. თქვენ იცით, რომ ნახევარი წელი გავიდა რაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში 24|7-ზე ვართ ჩაბმული მთელს ამ ამბავში. მუდმივად ვითხოვდით, ყველას ეს გვინდოდა პრინციპში რომ დიალოგის გზით ყოფილიყო განხილული ეს პრობლემა, მაგრამ ხელისუფლებამ ამაზე უარი განაცხადა პირდაპირ. და ჩვენ ეხლა სხვა არაფერი დაგვრჩენია, რომ ამ ფორმით ჩვენი სიმრავლით და ძალისხმევით გადავწყვიტოთ ეს საკითხი ჩვენს სასარგებლოდ“, - უთხრა ვარლამ გოლეთიანმა რადიო თავისუფლებას. მისი თქმით, რიონის ხეობის მცველები ხელისუფლებასთან დიალოგს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ კომპანია „ენკა“ რიონის ხეობას დატოვებს, გაუქმდება მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია და ენერგოსექტორში მორატორიუმი გამოცხადდება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა გუშინ 23 მაისს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გამართული მრავალათასიანი აქციის შემდეგ კარვები გაშალეს. ამ დროისათვის მოდენაზე 20-ზე მეტი კარავია გაშლილი. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, საპროტესტო მოძრაობის წევრები კარვებში დაელოდებიან 24 მაისის 12:00 საათს. სწორედ ამ დრომდე მისცეს მათ ხელისუფლებას ვადა მათ მიერ დაყენებული მოთხოვნების შესასრულებლად. საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ასეთია: გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ". გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული...
წყარო

Elena

თბილისი
  • 29 წუთის წინ

Nia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 3 საათის წინ

Saly

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 5 დღის წინ

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ