კალაძე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა ულტიმატუმზე: ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს მუშაობა კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა ულტიმატუმის პირობებში ხელისუფლებამ მუშაობა კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში უნდა გააგრძელოს. იგი ამბობს, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს: „ჩემი პოზიცია არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში მაქსიმალურად, რაციონალურად უნდა იქნას გამოყენებული ის რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია იმისთვის, რომ მე, თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე. ეს, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდია იმ თვალსაზრისით, რონ პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეებზე, რადგან გვიწევს მაღალი ტარიფების გადახდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რესურსები იყოს სწორად გამოყენებული. მე როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, რაც ნამდვილად მეამაყება, ჩემი მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა ქვეყანაში, რაც ძალიან მაგარია“, - განაცხადა კახა კალაძემ. ჟურნალისტის შეკითხვას, დაიწყო თუ არა „ნამახვანჰესის“ პროექტირება მისი მინისტრობის დროს, კახა კალაძემ შემდეგნაირად უპასუხა: „ჩემი მინისტრობის დროს არ გადადგმულა პირველი ნაბიჯები, რო ყოფილიყო, უკვე აშენებულიც იქნებოდა“, - უთხრა კახა კალაძემ ჟურნალისტებს. три "ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა გუშინ, 23 მაისს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გამართული მრავალათასიანი აქციის შემდეგ კარვები გაშალეს. ამ დროისათვის მოედანზე 20-ზე მეტი კარავია გაშლილი. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, საპროტესტო მოძრაობის წევრები კარვებში დაელოდებიან 24 მაისის 12:00 საათს. სწორედ ამ დრომდე მისცეს მათ ხელისუფლებას ვადა მათ მიერ დაყენებული მოთხოვნების შესასრულებლად. "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ. ასევე ნახეთ გოლეთიანი: ჩვენ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება პიკეტირება სხვადასხვა ადგილების, ამას შევასრულებთ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ასეთია: გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია "ენკა რინიუებლზს" შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრი...
წყარო

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 11 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 7 საათის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 9 წუთის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ