შუქრუთში მიმდინარე შიმშილობის აქციას ქალებიც შეუერთდნენ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მიმდინარე შიმშილობის აქციის მონაწილე 5 კაცს 3 ქალი შეუერთდა და პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. სოფლის მცხოვრებთა ნაწილი მოითხოვს, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ მადნის მოპოვება შეწყვიტოს, ან დაზარალებულებს განსახლებისთვის ადეკვატური კომპენსაცია გადაუხადოს. საპროტესტო აქცია სამ თვეზე მეტია გრძელდება, 11 მაისის შემდეგ 8 ადამიანი შიმშილობს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თამარ კუპატაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამი მოშიმშილის მდგომარეობა გაუარესდა. აქცის მონაწილეები ითხოვენ ადგილზე სახალხო დამცველის ჩასვლას. ადგილობრივ მცხოვრებთა თანახმად, „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის, „შუქრუთი +“-ის მიერ მარგანეცის მოპოვებით სერიოზულად დაზარალდნენ - ინგრევა სახლები, აღარ მოდის მოსავალი და არაერთ ეზოში მიწა ჩავარდა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ზარალი არა კომპანიამ, არამედ ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასოს. 20 მაისს, „ჯორჯიან მანგანეზმა“ განაცხადა, რომ „შუქრუთი +“ მზად არის სოფლის „რამდენიმე გაფიცული მოსახლის მოთხოვნა საცხოვრებელი სახლების შეფასების პროცესში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ჩართულობასთან დაკავშირებით დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება გადავა სამართლებრივ სივრცეში და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას გადაწყვეტს მართლმსაჯულება“. კომპანიის თანახმად, ინფორმაცია, რომ სამუშაოების მწარმოებელი კომპანია აზიანებს სოფელ შუქრუთის მოსახლეობას და ზარალს არ უნაზღაურებს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან „შუქრუთი +„-ს 2020 წლის ივნისიდან გაცემული აქვს დაახლოებით 2 მილიონი ლარის კომპენსაცია. ...
წყარო

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 6 საათის წინ

Inga

თბილისი
  • 7 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 7 საათის წინ

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 12 თვის წინ