ბირმის (მიანმარი) ჩამოგდებული ლიდერი აუნ სან სუ ჩი პუტჩის შემდეგ პირველად წარდგა სასამართლოს წინაშე

ბირმის (მიანმარი) ლიდერი, ხელისუფლებიდან ჩამოგდებული აუნ სან სუ ჩი, პირველად წარდგა სასამართლოს წინაშე მას მერე, რაც ის დააპატიმრეს 1 თებერვლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ. დაცვის ადვოკატებმა თქვეს, რომ მათ 24 მაისს, სხდომამდე ნახევარი საათით ადრე მოახერხეს სუ ჩისთან შეხვედრა სასამართლოს სპეციალურ ოთახში. მათი თქმით, 75 წლის სუ ჩი, რომელიც გადატრიალების შემდეგ შინაპატიმრობაში იმყოფება, ჯანმრთელად გამოიყურება. სასამართლო სხდომა იმით დასრულდა, რომ შემდეგი სხდომა დაინიშნა 7 ივლისისთვის. იურისტების თქმით, სუ ჩიმ, რომელსაც 1991 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა, „ხალხს ჯანმრთელობა უსურვა“ და აღნიშნა, რომ მისი პარტია ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის (NLD) ქვეყნის სამხედრო მმართველთა მიერ დაშლის ნებისმიერ მცდელობას გაუძლებს. სამხედრო გადატრიალების შემდეგ აუნ სან სუ ჩისთან ერთად 4000-ზე მეტი ადამიანია დაპატიმრებული. სუ ჩის მთელი რიგი ბრალდებები აქვს წაყენებული - რადიოგადამცემების უკანონო ფლობიდან სახელმწიფო საიდუმლოებების გაცემამდე. მისთვის წაყენებული ყველაზე სერიოზული ბრალდებაა „ამბოხებისკენ წაქეზება“. არმია, რომელმაც ჩაიგდო ხელში ძალაუფლება, აცხადებს, რომ შარშან ნოემბერში გამართულ არჩევნებში სუ ჩის პარტიამ გაყალბების შედეგად გაიმარჯვა. ყოფილი საარჩევნო კომისია უარყოფს ამ ბრალდებებს. ...
წყარო

Lusi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Ilona

თბილისი
  • 4 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 7 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 საათის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 12 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ