ლგბტ სამკლავურის გამო "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციიდან აქტივისტები გააძევეს

ლგბტ - ფერადი სამკლავურის გამო ჰომოფობიურმა ჯგუფებმა "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციის რამდენიმე მონაწილე აიძულეს, დაეტოვებინა რესპუბლიკის მოედანი, სადაც ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. რამდენიმე ახალგაზრდის გაძევებისას ულტრამემარჯვენე ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი აქტიურობდა. ალექსანდრე ფალავანდიშვილი აქციაზე სამკლავურით მისულ სალომე ბარკერსა და მის მეგობრებს "მტრებს" უწოდებდა. "მოიხსენი ეს", - მიმართავდნენ გაძევების მომხრეები აქციაზე მისულ აქტივისტს. სალომე ბარკერს. სალომე ბარკერს აქციის მონაწილეებს შორის დამცველებიც გამოუჩნდნენ. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ლეჩხუმიდან მას უთხრა, რომ "გვერდით დაუდგებოდა", თუმცა ამ ინციდენტის შემდეგ ახალგაზრდებმა ტერიტორია დატოვეს. "ჩემთვის საერთოდ არ არის სასიხარულო, რომ აქედან წასვლა მიწევს. საერთოდ არ მჩვევია გაქცევა. არ მინდა, კიდევ ყვირილი და ჩხუბი ატყდეს... რიონის ხეობა დაიცვან, რისთვისაც არიან აქ ჩამოსული და არა აქციიდან ხალხი გაყარონ", - თქვა სალომე ბარკერმა. Embed share დაპირისპირება ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე - ალექსანდრე ფალავანდიშვილი "სირცხვილიას" აქტივისტებს ტერიტორიის დატოვებას თხოვს Embed share The code has been copied to your clipboard. width px height px Facebook-ზე გაზიარება   Twitter-ზე გაზიარება   The URL has been copied to your clipboard No media source currently available 0:00 0:01:56 0:00 "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში გუშინ გადმოინაცვლა. აქციის მონაწილეებმა მთავრობას მოთხოვნები წაუყენეს და რამდენიმე საათი მისცეს. ამ ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ულტიმატუმებით საუბარი ბნელი 90-იანების გადმონაშთია". ასევე ნახეთ ღარიბაშვილი "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებზე: ულტიმატუმებით საუბარი ბნელი 90-იანების გადმონაშთია "ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა გუშინ, 23 მაისს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გამართული მრავალათასიანი აქციის შემდეგ კარვები გაშალეს. ამ დროისათვის მოედანზე 20-ზე მეტი კარავია გაშლილი. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, საპროტესტო მოძრაობის წევრები კარვებში დაელოდებიან 24 მაისის 12:00 საათს. სწორედ ამ დრომდე მისცეს მათ ხელისუფლებას ...
წყარო

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 6 საათის წინ

наталья

თბილისი
  • 2 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ