გაეროს ხელმძღვანელი გამოდის მოწოდებით "საომარი ეკონომიკის" შემოღებისკენ, პანდემიის დასამარცხებლად

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ მსოფლიო ომშია COVID-19-ის წინააღმდეგ და გამოდის მოწოდებით, ამოქმედდეს საომარი ლოგიკა, რათა გამოსწორდეს უსამართლო უთანასწორობა პანდემიასთან ბრძოლაში საჭირო საშუალებების ხელმისაწვდომობაზე. "ჩვენ საომარი ეკონომიკის ლოგიკა და გადაუდებლობა გვჭირდება, საიმისოდ, რომ ჩვენი შეიარაღების შესაძლებლობები გავზარდოთ", - თქვა მან 24 მაისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ყოველწლიური ასამბლეის გახსნაზე ჟენევაში. გუტერეშმა ილაპარაკა პანდემიის მიერ მოტანილ ტკივილსა და სირთულეებზე - რომ ვირუსს, 2019 წელს ჩინეთში გამოჩენის შემდეგ, ემსხვერპლა 3,4 მილიონზე მეტი ადამიანი და დაიკარგა 500 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი. "ყველაზე სუსტ პოზიციებზე მყოფი ადამიანები ყველაზე მეტად იტანჯებიან, და ვშიშობ, რომ დასასრული ჯერ კიდევ შორია", - თქვა გუტერეშმა და დასძინა: "სამწუხაროდ, თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, დავდგებით იმ ვითარების წინაშე, როცა მდიდარი ქვეყნები აცრიან თავიანთი მოსახლეობის უმრავლესობას და გახსნიან თავიანთ ეკონომიკებს, ხოლო ვირუსი, გავრცელებით და მუტაციით, გააგრძელებს მძიმე ტანჯვის გამოწვევას უღარიბეს ქვეყნებში". WHO-მა და სხვა უწყებებმა აამოქმედეს ვაქცინების განაწილების სქემა, COVAX-ი, მაგრამ მას დაფინანსება არ ყოფნის და საკმარის ვაქცინებს ვერ აწვდის ღარიბ ქვეყნებს. ამ დრომდე, ვაქცინების დოზების მხოლოდ 0,3 პროცენტია გაკეთებული ღარიბი ქვეყნების მოქალაქეებისთვის - რომლებიც გლობალური მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენენ. ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 13 საათის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 22 საათის წინ

Mako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 3 საათის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 14 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 10 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ