პრეზიდენტი: მიუღებელია Ryanair-ის რეისის ბელარუსში იძულებით დაშვება და ჟურნალისტის დაპატიმრება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუღებელი უწოდა ავიაკომპანია Ryanair-ის რეისის ბელარუსში იძულებით დაშვებას და ჟურნალისტის დაპატიმრებას. ზურაბიშვილი ტვიტერზე წერს, რომ დარღვეულია საკმაოდ ბევრი საერთაშორისო ნორმა, რომელთა იგნორირება არ შეიძლება. три 23 მაისს, ლუკაშენკას რეჟიმმა მინსკის აეროპორტში დაშვება აიძულა ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ლაინერში იმყოფებოდა ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ბლოგერი რამან პრატასევიჩი. თვითმფრინავს დაშვება აიძულეს ბორტზე ბომბის არსებობის შეტყობინების საბაბით და ავიაგამანადგურებლის თანხლებით. შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა, პრატასევიჩი კი დააკავეს. ასევე ნახეთ დასავლეთში თავხედობა და ტერორიზმი უწოდეს ლუკაშენკას რეჟიმის მიერ ჩატარებულ ოპერაციას მას შემდეგ, რაც ბელარუსმა თვითმფრინავს მისცა მინსკის აეროპორტის დატოვების უფლება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა თავდაპირველი დანიშნულების პუნქტისკენ მის გამგზავრებას და ტვიტერზე დაწერა, რომ ყველა მგზავრი უნდა სარგებლობდეს უსაფრთხო გადაადგილების უფლებით და მათი იძულებით დაკავება მიუღებელია. три დღეს, საღამოს 6 საათზე, სამოქალაქო აქტივისტები თბილისში, ბელარუსის საელჩოსთან გამართავენ რამან პრატასევიჩის მხარდამჭერ აქციას. ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა, პოპულარული ტელეგრამ-არხის, Nexta-ს დამფუძნებელმა რამან პრატასევიჩმა ლუკაშენკას რეჟიმის მხრიდან დევნის გამო ბელარუსი 2019 წელს დატოვა და თავშესაფარი პოლონეთს სთხოვა. პრატასევიჩს ბელარუსის უშიშროების კომიტეტი ბრალს სდებს ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნაში. ოპოზიციონერი ჟურნალისტი შეყვანილია სიაში იმ პირებისა, რომლებსაც, მინსკის მტკიცებით, კავშირი აქვთ ტერორისტულ საქმიანობასთან. ...
წყარო

Marimxiar

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 13 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 12 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 19 საათის წინ

Sofia27

თბილისი
  • 12 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ