„რიონის ხეობის მცველებმა“ იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემდეგ „რიონის ხეობის მცველებმა“ საავტომობილო გზა გადაკეტეს იუსტიციის სახლთან. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რამდენიმე წუთში საზოგადოებას გააცნობენ სამოქმედო გეგმას. „უნდა ვიყოთ უფრო მეტად სოლიდარულები და მოვუწოდებ დედაქალაქის მოსახლეობასაც, რომ კიდევ უფრო მეტი გამოვიდეთ და დავდგეთ ერთად“, - თქვა საპროტესტო აქციაზე, ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა. ის აცხადებს, რომ მოძრაობის მონაწილეები დაინტერესებული არიან ქვეყნის განვითარებით: „ჩვენ ვერ უნდა გაგვაშავონ, ვერ უნდა გაგვამარგინალონ, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ მარგინალები, ჩვენ არ ვართ შავრაზმული დაჯგუფება, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ქვეყნის განვითარება. ჩვენ გვინდა ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოუსაფრთხოება, ნათელი მომავალი ამ ქვეყნის, ის, რაც არის ნამდვილად მომავალი და არა ბუკლეტზე დაწერილი მომავალი. ამ ქვეყნის მშენებლობაში თითოეულმა თქვენგანმა უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა“. три აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან. პოლიციას კი ორბელიანის მოედნის მიმართულებით ავტობუსებით აქვს გზა გადაკეტილი. მსვლელობის დაწყებამდე მან კიდევ ერთხელ მიმართა მოქალაქეებს. "ჩვენ ახლა დავიძვრებით თავისუფლების მოედნისკენ და ხელისუფლებას შევახსენებთ, 26 მაისი არის ჩვენი დღე და მოვუწოდებ მთელ საზოგადოებას იქედან, რომ 26 მაისს არ უნდა მივიდნენ იმ აღლუმზე, არამედ უნდა მოვიდნენ ჩვენთან. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ", - თქვა მან. საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ასეთია: გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ". გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში ასევე შედის ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში. ...
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 1 საათის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 საათის წინ

Aida

თბილისი
  • 7 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 7 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 12 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 30 წუთის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 საათის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 3 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 4 საათის წინ