კუჭავა"ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებთან შეხვედრაზე: ფორმატი, რომელიც შემოგვთავაზეს, არ არის კონსტრუქციული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უარს ამბობს, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეხვდეს, როგორც ამას მათი ერთ-ერთი პირობა ითვალისწინებდა. იგი ამბობს, რომ მისი შეთანხმება შეხვედრასთან დაკავშირებით კვლავაც ძალაშია, თუმცა კონსტრუქციულობის ჩარჩოში: „ის ფორმატი, რომელიც შემოგვთავაზეს, რა თქმა უნდა, არ არის კონსტრუქციულობის ჩარჩოში, ანუ ფიზიკურად შეუძლებელია, ეს საკითხები განხილული იქნას ასეულობით ადამიანთან. მით უმეტეს, რომ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში ნამდვილად გვქონდა ჩვენ ეს პრაქტიკა, როდესაც მსგავს პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი და ყველა ჩვენი შეხვედრა ლაივში გადაიცემოდა, მათ შორის, „ფეისბუქზე“, - განაცხადა კახა კუჭავამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. მისი განმარტებით, დღეს დილით მისი აპარატიდან „რიონის ხეობის მცველთა“ ერთ-ერთ ლიდერს ვარლამ გოლეთიანს დაუკავშირდნენ იმისთვის, რათა გაცნობითი შეხვედრა გამართულიყო. „ეს არ იყო შეხვედრა, სადაც რაიმე პირობებზე უნდა მესაუბრა, მე არ მქონდა კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ეს იყო უბრალოდ შეთავაზება, ისინი თვლიან თუ არა საჭიროდ პარლამენტის ჩართულობას ძალიან მაღალ დონეზე, რომ საკითხი, რომელიც ყველას ადარდებს, გადაიჭრას ყველას ინტერესების გათვალისწინებით და კონსენსუსის მიღწევით“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან განაცხადა, რომ კვლავაც მზადაა შეხვედრისთვის, ოღონდ სპეციალური ჯგუფის ფარგლებში. „ჩემი კარები ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, მე შემიძლია, შევხვდე, რამდენი ადამიანიც იქნება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ის ფორმატი, რომელსაც შევთავაზებთ, მისაღები იქნება, დიდი სიამოვნებით უკვე გავაგრძელებდით სრულიად გამჭვირვალედ ამ პროცესში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობას ნებისმიერი ფორმით, ლაივი იქნება ეს, ტელევიზიით, თუ ფეისბუქით“, სოციალური ქსელებით“, - განაცხადა კახა კუჭავამ. ასევე ნახეთ ღარიბაშვილი "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებზე: ულტიმატუმებით საუბარი ბნელი 90-იანების გადმონაშთია დღეს, 24 მაისს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებს შეხვედრა შესთავაზა. "ჩვენ ვუთხარით ასეთი რამ, შეგვიძლია პარლამენტისკენ და თუკი ექნება პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრის სურვილი, გამობრძანდეს, მშვიდობიანად დავდგეთ და მოვისმინოთ, მათ რა აქვთ სათქმელი, თუკი მათგან ამ ტიპის კომუნიკაციაზე იქნება მზაობა... თუ არ გამოვლენ ამ შეხვედრაზე, შევიდეთ შეხვედრაზე რამდენიმე ადამიანი მედიასთან ერთად და დანარჩენი საზოგადოება გარეთ იდგეს და მოისმინოს რას იტყვის... მათთან არანა...
წყარო

Viktoria

თბილისი
  • 1 საათის წინ

Eva

თბილისი
  • 36 წუთის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 3 საათის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 35 წუთის წინ

Inga

თბილისი
  • 7 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 36 წუთის წინ

Diko

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anastasia

თბილისი
  • 7 თვის წინ