ლუკაშენკამ ხელი მოაწერა შესწორებებს, რომლებითაც კიდევ უფრო იზღუდება აქციები და მედიის თავისუფლება

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ხელი მოაწერა კანონში შესწორებებს, რომლებითაც კიდევ უფრო მეტად იზღუდება სამოქალაქო უფლებები და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს რეპრესიები პროდემოკრატიული მოძრაობის წინააღმდეგ. შესწორებები, რომლებსაც ლუკაშენკამ ხელი 24 მაისს მოაწერა, ითვალისწინებს საპროტესტო აქციების ორგანიზების გართულებას, მოთხოვნით, რომ ყველა მასობრივი ღონისძიება მუნიციპალური მთავრობების მიერ უნდა იყოს ნებადართული. პოლიტიკურ პარტიებს და საჯარო გაერთიანებებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუკი მათი ლიდერები ამგვარი ნებართვის მიღებამდე გამოვლენ მასობრივი ღონისძიების ჩატარების საჯარო მოწოდებებით. შესწორებებით იკრძალება "იმ მასობრივი ღონისძიებების რეალურ დროში გაშუქება, რომლებიც არსებული წესრიგის დარღვევით გაიმართება, მათი პოპულარიზაციის ან პროპაგანდის მიზნით". ჟურნალისტები, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ეწევიან, არ შეიძლება იყვნენ აქციების ორგანიზატორები ან მონაწილეები. ჟურნალისტებს ასევე აეკრძალათ საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგების ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად გამოქვეყნება. მოქალაქეებს ეკრძალებათ ფულის შეგროვება იმ ჯარიმების გადასახდელად, რომლებიც დაწესდება მასობრივი ღონისძიებების წესრიგის დარღვევის გამო. გასული წლის აგვისტოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკას მეექვსე ვადით მიაკუთვნეს პრეზიდენტობა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და აგვისტოს შემდეგ მართავს საპროტესტო აქციებს. რეპრესიების შედეგად დაპატიმრებულია 33,000-ზე მეტი მოქალაქე, ოპოზიციის ლიდერების უმრავლესობა ციხეში ან უცხოეთშია. ...
წყარო

Lusi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Ella

თბილისი
  • 2 საათის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 2 საათის წინ

Elisa

თბილისი
  • 10 თვის წინ