თუშეთის გზაზე სიმაღლიდან გადავარდნილი მწყემსი მაშველებს საავადმყოფოში გადაჰყავთ

ფშაველი-აბანო-ომალოს 47-ე კილომეტრზე მწყემსი სიმაღლიდან გადავარდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მაშველებმა ის უკვე ამოიყვანეს. შუახნის კაცს სხეულის სხვადასხვა არეში მოტეხილობები აღენიშნება. როგორც რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებს დაშავებული უახლოეს საავადმყოფოში გადაჰყავთ. მწყემსს ცხვარი ბარიდან მთაში გადაჰყავდა, რა დროსაც თუშეთის გზაზე სახიფათო მონაკვეთზე ფეხი დაუცურდა და სიმაღლიდან გადავარდა. ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გადაადგილება 19 მაისიდან გახდა ნებადართული. დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა ყოველთვის ოქტომბრიდან მაისის ნახევრამდე იკეტება. საავტომობილო გზის ნაწილი კლდეებსა და მთებზე გადის და ის ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. ...
წყარო

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 8 საათის წინ

Lala

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Mako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 16 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 7 თვის წინ