დასავლეთი გმობს ბელარუსის მიერ სამგზავრო თვითმფრინავის მარშრუტის იძულებით შეცვლას

ევროპა სიბრაზით გამოეხმაურა ბელარუსის მხრიდან კომპანია რაინეარის იმ თვითმფრინავის მარშრუტის იძულებით შეცვლას და დაფრენის იძულებას, რომელიც ევროკავშირის შიდა ფრენას ასრულებდა და რომელშიც ცნობილი ოპოზიციონერი ჟურნალისტი იჯდა. ამ ნაბიჯის გამო ავტორიტარ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას სანქციები ემუქრება. ევროკავშირმა და დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა მკაცრი ენა გამოიყენეს და 24 მაისს ბელარუსი "საავიაციო მეკობრეობაში" დაადანაშაულეს. დასავლეთი ითხოვს ერთი დღით ადრე მომხდარი ინციდენტის სრულად გამოძიებას. ბელარუსის ხელისუფლებამ საბრძოლო თვითმფრინავი გამოიყენა ვილნიუსიდან ათენისკენ მიმავალი, რაინეარის სამგზავრო თვითმფრინავის ესკორტისთვის, ბომბის შესახებ, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, უსაფუძვლო ცნობის საბაბით. როცა თვითმფრინავი დაეშვა, პოლიციამ დააკავა 26 წლის ოპოზიციონერი აქტივისტი და ჟურნალისტი, რამან პრატასევიჩი, რომელზეც ბელარუსში საქმეა აღძრული და რომელსაც 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ასევე დააკავეს ჟურნალისტის მეგობარი ქალი. 24 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები შეხვედრას გამართავენ, თუმცა მანამდეც ისმის მოწოდებები სანქციების დაწესებაზე ლუკაშენკას რეჟიმისთვის - რომელიც ქვეყანაში ოპოზიციაზე ძლიერ ზეწოლას ახორციელებს, აგვისტოში ჩატარებული, კამათის საგნად ქცეული არჩევნების შემდეგ. დასავლეთში ასევე გამოდიან პრატასევიჩის გათავისუფლების მოწოდებებით. ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 1 საათის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 3 საათის წინ

Lala

ქუთაისი
  • 54 წუთის წინ

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 2 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 3 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ