საპასუხო ნაბიჯის სახით, ლატვიამ გააძევა ბელარუსის ელჩი

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, საპასუხო ნაბიჯის სახით ლატვია აძევებს ბელარუსის ელჩს და ყველა დიპლომატს. მანამდე, 24 მაისს, ბელარუსმა გააძევა მინსკში ლატვიის ელჩი და საელჩოს ყველა თანამშრომელი, გარდა ერთისა, - წერდა ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ბელტა. ამ განცხადებით გამოვიდა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რომელმაც თქვა, რომ საელჩოს შენობაზე ზედამხედველობისთვის ქვეყანაში დარჩენის უფლება ექნება ერთ ადმინისტრაციულ-ტექნიკურ თანამშრომელს. ლატვიას და ბელარუსს საერთო საზღვარი აქვთ. ლატვიაში განთავსებული airBaltic-ი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ავიაკომპანიიდან, რომლებმაც ბელარუსის საჰაერო სივრცისთვის თავის არიდების გადაწყვეტილება მიიღეს, მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე მინსკმა "რაინეარის" თვითმფრინავი, რომელშიც ცნობილი ოპოზიციონერი ჟურნალისტი იჯდა, აიძულა მინსკში დაფრენილიყო. ევროკავშირი ამ ნაბიჯს "საავიაციო მეკობრეობას" უწოდებს და ინციდენტის სრულ გამოძიებას მოითხოვს. ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრი, გრანტ შეპსი ტვიტერით წერს, რომ ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის უწყებას დაავალა თავი აარიდოს ბელარუსის საჰაერო სივრცეს, მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით. მინისტრი ასევე წერს, რომ ბელარუსის ავიაკომპანია Belavia-ს ნებართვა გაუუქმა. ...
წყარო

Lanuki transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 5 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 14 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 3 წუთის წინ

Nia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 2 დღის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 12 თვის წინ