სერიოზული კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ამ აქციების რეალური მიზეზი

ძალიან სერიოზული კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ამ აქციების რეალური მიზეზი – მეტი საჯარო განმარტებები უნდა გაკეთდეს აქციის მონაწილეების მხრიდან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ “ნამახვანჰესთან” დაკავშირებულ პროტესტზე საუბრისას განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს სტრატეგიული ინტერესია, რომ გაიზარდის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი და საქართველოში ენერგოსისტემამ გამოიმუშაოს მეტი ელექტროენერგია. “როცა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კაშხლის მშნებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი და მისი აშენება თვეებია არ ხდება, როცა პრემიერმა განაცხადა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება ხელახლა მოხდება და დადებული ხელშეკრულების ექსპერტიზა მოხდება დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ, მაინტერესებს, რას აპროტესტებს ამ ჯგუფის ორგანიზატორი და რა არის მოთხოვნები თუ არა ის, რომ საერთოდ უაპელაციოდ გაუქმდეს პროექტი? ეს დამოკიდებულება მიუღებელია ისევე, როგორც ულტიმატუმებით საუბარი. ეს არ არის ის ფორმა, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს. ძალიან სერიოზული კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ამ აქციების რეალური მიზეზი – მეტი საჯარო განმარტებები უნდა გაკეთდეს აქციის მონაწილეების მხრიდან. საქართველოს სტრატეგიული ინტერესია, რომ გაიზარდის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი და საქართველოში ენერგოსისტემამ გამოიმუშაოს მეტი ელექტროენერგია. ეს პირდაპირ დაკავშირებულია ეკონომიკურ ზრდასთან და ახალ სამუშაო ადგილებთან. როცა ყველა კითხვაზე იყო პასუხები და დიალოგზე არის მზადყოფნა, ეს პროტესტი რას ემსახურება და მიმართული არის თუ არა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ? ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც პასუხები უნდა მოვისმინოთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი შეფასებები, ამაზე პასუხები გვჭირდება უკვე საზოგადოებისგან”- განაცხადა თალაკვაძემ....
წყარო

Anastasia

თბილისი
  • 1 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 7 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 5 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 12 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 5 საათის წინ

Kristina

თბილისი
  • 7 საათის წინ

Monika

თბილისი
  • 10 თვის წინ