ნაზი ჯანეზაშვილი უარს ამბობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევაში ჩაერთოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაში მონაწილეობაზე უარს ამბობს და ამ პროცესის შეჩერებას ითხოვს. მან ამ საკითხზე გამართულ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ არ უნდა გაიმართოს მოსამართლეთა კონფერენცია და იუსტიციის უმაღლესის საბჭოს ახალი წევრებით შევსება დროებით უნდა შეწყდეს. "მივიღე გადაწყვეტილება გამოვეთიშო და არ მივიღო მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევაში. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი დასრულდება იმით, რომ შეარჩევენ ახალ კანდიდატურებს, წარუდგენენ პარლამენტს და დაამტკიცებენ. ეს საბოლოოდ დაასამარებს ამ ქვეყანაში უზენაეს სასამართლოში დამოუკიდებელი მოსამართლეების არჩევის პერსპექტივას", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. ასევე ნახეთ ელჩების  გაფრთხილება - დანიშვნების პროცესი სასამართლო სისტემაში მაინც გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების გარდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების სადავო დანიშვნის გადავადებას მოითხოვენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები. ამ ნაჩქარევ პროცესში ისინი „სასამართლო კლანის“ გაძლიერების მცდელობასა და დამოუკიდებელი სასამართლოს მომავლის დამუხრუჭებას ხედავენ. პარლამენტში აცხადებენ, რომ პროცესი ვერ მოიცდის სასამართლო სისტემის პარალიზების საფრთხის გამო. დიპლომატები იუსტიციის საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას პარტიების მიერ 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით - ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად ითხოვდნენ. 19 აპრილის შეთანხმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „სიღრმისეულ რეფორმასა“ და კანონმდებლობის სრულყოფამდე ახალი დანიშვნების შეჩერებას ითვალისწინებს. 19 აპრილის შეთანხმებაში წერია, რომ კანონპროექტი 1 ივლისამდე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, დასკვნის მისაღებად და პირველი კენჭისყრა პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე უნდა გაიმართოს. ...
წყარო

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 4 საათის წინ

Nina transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 3 საათის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 10 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 10 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ