მოწოდებით მოსამართლე ვარ, მტყუან-მართლის გარჩევა მაინტერესებს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ეს პროფესია არასოდეს გამოიყენებოდა ადამიანთა კონფლიქტების აღმოსაფხვრელად

ბიზნესმენები შემოდიან პარლამენტში, რადგან იმუნიტეტი ჰქონდეთ, რადგან სასამართლო არ გვაქვს, თორემ ამ ხალხს რა საქმე აქვთ საქართველოს პარლამენტში, სხვაგან უნდა მუშაობდნენ. ეს იმუნიტეტიც ნიკა მელიას საქმეზე განადგურდა, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „დღევანდელი სასამართლო საბჭოთა სასამართლოს სამართალმემკვიდრეა“, რომელსაც არასოდეს აინტერესებდა მტყუან-მართლის გარჩევა, უბრალოდ აინტერესებდა როგორ დაეცვა სისტემა. ხვიჩიას განცხადებით, დღეს ქვეყანა კვლავ იმავე რეალობაში მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას, მაშინ, როდესაც ერთი ადამიანიც კი არ არსებობს საქართველოში, რომელიც დაცული იქნებოდა. „მინდა, დღეს ჩემს პროფესიაზე ვისაუბრო, რომლითაც არასოდეს მომეცა მუშაობის საშუალება, იმიტომ, რომ ამ ქვეყანამ ჩემი პროფესია წამართვა. სასამართლოსა და მოსამართლეობაზე ვსაუბრობ. მოწოდებით მოსამართლე ვარ, მტყუან-მართლის გარჩევა და ადამიანთა კონფლიქტების მოგვარება მაინტერესებს, მაგრამ ამ ქვეყანაში ეს პროფესია არასოდეს გამოიყენებოდა ადამიანთა და საზოგადოების კონფლიქტების აღმოსაფხვრელად და შესამცირებლად. ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ და ამას ისევ ვაგრძელებთ, მათ შორის, პარლამენტის წევრებიც, თითქოს არაფერი ხდებოდეს ჩვენს თავს, მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ადამიანი არ არსებობს, რომელიც დაცულია. ყველამ ვიცით, რამე რომ შეიცვალოს, ზუსტად ის დაგვემართება ყველას, რაც ნიკა მელიას დაემართა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. დარბაზში მსხდომ ხალხსაც კი არ აქვს იმის უნარი, რომ მართლმსაჯულება და სამართლიანობა დაიცვას მაშინ, როდესაც სასამართლო არ გვაქვს ქვეყანაში. ვატყუებთ ყველას, მათ შორის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, ისევე, როგორც თავის დროზე მე მომატყუა ჩემმა სახელმწიფომ, თითქოს ამ ქვეყანაში მოსამართლეობა შეიძლებოდა. ჩვენ ვამზადებთ პროფესიისთვის, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და არაფერს ვაკეთებთ ამ საკითხის აღმოსაფხვრელად. ეს საკითხი საერთოდ არაფერს წარმოადგენს თითქოს, ერთი შეხედვით,“- განაცხადა ხვიჩიამ. მისი თქმით, ხვალ სასამართლო ირჩევს ახალ წარმომადგენლებს იუსტიციის საბჭოში და ამას აკეთებს არა ადამიანის უფლების დასაცავად, არამედ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გამყარდეს სისტემა. „ყველა პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაწუხებს, რაზეც ვსაუბრობთ, დაწყებული „ნამახვანჰესით“, სასამართლოს ბრალია, რადგან მტყუან-მართლის გამრჩევი ორგანო არ გვაქვს და ამ ადამიანებმა არ იციან, სად გაარჩიონ. კოვიდდიქტატურაც სასამართლოს ბრალია, რადგან ადამიანებმა არ იციან, სად წავიდნენ მაშინ, როდესაც სრულიად უმიზეზოდ, ცხრა საათის შემდეგ სახლში ვერ მიდიან და ასე შემდეგ. მინდა, მოვისმინო პასუხი ჩემი კოლეგებისგან, რამდენ...
წყარო

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 4 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 4 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 14 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 5 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 7 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 24 წუთის წინ