ლევან იოსელიანი მომხრეა, რომ "ამნისტიის კანონზე" ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდნენ

"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი მომხრეა, რომ "ამნისტიის კანონზე" ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდნენ და ერთ კანონპროექტს ეყაროს კენჭი. ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე ისაუბრა, სადაც "ამნისტიის კანონის" ორი ვერსია პლენარულ სხდომაზე განსახილველად დაარეგისტრირეს. "პრინციპულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ამნისტია უნდა გადაიქცეს ერთ დოკუმენტად. რაღაცნაირად უნდა მივიდეთ იმ ვარიანტამდე, რომელიც იქნება შარლ მიშელის შეთანხმების გაგრძელება... იქ წერია, რომ უნდა შევთანხმდეთ და არა წერია, რომ ცალ-ცალკე კანონები უნდა დავარეგისტრიროთ..." - თქვა იოსელიანმა. მისი შეთავაზებაა, პოლიტიკოსებმა იხელმძღვანელონ საარჩევნო კოდექსის მუშაობაზე არსებული გამოცდილებით: "ძალიან კონსტრუქციულად, ნორმალურად, არგუმენტებით... ვისი არგუმენტიც იყო უფრო დამაჯერებელი, შესაბამისი ჩანაწერი კეთდებოდა იმ კოდექსში. იგივე გზით წავიდეთ". ასევე ნახეთ დავით მათიკაშვილის ინიციატივაა, ოპოზიციამ უარი თქვას "ამნისტიის კანონის" თავის ვერსიაზე გათავისუფლება დაზარალებულის თანხმობის გარეშე - "ამნისტიის კანონის" ხელისუფლების ვერსია ცნობილია "ამნისტიის კანონის" ოპოზიციის ვერსია - ვის ეხება და რა შემთხვევაში "ამნისტიის კანონის" მიღების ვალდებულება პოლიტიკურმა პარტიებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შემუშავებული დოკუმენტით აიღეს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კანონი მხოლოდ იმ მუხლებზე უნდა გავრცელდეს, რომელზეც ახლა მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება ან უკვე დასრულებულია, მმართველი პარტიის პროექტით კი ამნისტია შეეხება ყველას, ვინც 19-21 ივნისის საქმეებში ფიგურირებს და არ ჩაუდენია კონვენციით დაცული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები. ...
წყარო

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 2 საათის წინ

Ninaka

თბილისი
  • 10 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 2 დღის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 3 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 12 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 14 თვის წინ