ნავალნი იუწყება მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმის აღძვრის შესახებ

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი იუწყება, რომ მის წინააღმდეგ რუსეთში კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია პოლიტიკოსის ინსტაგრამის ანგარიშში, სადაც კერძოდ აღნიშნულია, რომ ნავალნის ადანაშაულებენ მოსამართლე ვერა აკიმოვას შეურაცხყოფისთვის. 44 წლის პოლიტიკოსი პატიმრობაშია იანვრიდან - როცა რუსეთში დაბრუნდა, ნერვული აგენტით აგვისტოში მოწამვლის მერე გერმანიაში ჩატარებული მკურნალობის შემდეგ. ნავალნი თვლის, რომ ის ფედერალური უშიშროების აგენტებმა, პუტინის დავალებით მოწამლეს. კრემლი უარყოფს ინციდენტში მონაწილეობას. პოლიტიკოსს აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ აღძრულია კიდევ ორი სისხლის სამართლის საქმე. მას ადანაშაულებენ თაღლითობისა და ისეთი არაკომერციული ორგანიზაციის შექმნისთვის, რომელიც ლახავს მოქალაქეთა პიროვნებასა და უფლებებს. ამჟამად ნავალნი პატიმრობას იხდის გაფლანგვის ბრალდების საფუძველზე, რასაც თავად ის პოლიტიკური მოტივებით შეთითხნილად მიიჩნევს. მაისის დასაწყისში Amnesty International-მა განაცხადა, რომ გადაწყვიტა, ალექსეი ნავალნი კვლავ აღიაროს „სინდისის პატიმრად“ მას მერე, რაც წლის დასაწყისში ადამიანის უფლებების მეთვალყურე ორგანიზაციამ მოუხსნა ეს სტატუსი საპატიმროში მყოფ რუს ოპოზიციონერს მისი ადრინდელი კომენტარებისთვის, რომლებიც „სიძულვილის პროპაგანდის ზღვარზე“ იყო. „ნავალნი საპატიმროში იმყოფება არა რომელიმე დანაშაულისთვის, არამედ იმის გამო, რომ მოითხოვდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში თავის და თავისი მომხრეების თანაბარ მონაწილეობას, და ასევე კორუფციისგან თავისუფალი მთავრობის შექმნის მოთხოვნისთვის“, - განაცხადა ლონდონში დაფუძნებულმა ჯგუფმა 7 მაისს. ...
წყარო

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 10 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 6 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 34 წუთის წინ

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ