მეტი ავიაკომპანია წყვეტს ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენას

მეტმა ავიაკომპანიამ გამოაცხადა, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენას წყვეტს მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ სამგზავრო თვითმფრინავს მინსკისკენ შეუცვალა გეზი და დისიდენტი ჟურნალისტი დააპატიმრა. Air France-ი, Finnair-ი და Singapore Airlines-ი არიან იმ ავიაკომპანიებს შორის, რომლებმაც 25 მაისს შეაჩერეს ბელარუსის თავზე ფრენა, ერთი დღის შემდეგ, რაც ევროკავშირმა ბლოკის საავიაციო მრეწველობას მოუწოდა, თავი აარიდოს ბელარუსის საჰაერო სივრცეს და ბელარუსის ავიაკომპანიებს ევროკავშირის საჰაერო სივრცითა და აეროპორტებით სარგებლობა აუკრძალა. 23 მაისს ლუკაშენკას რეჟიმმა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შეტყობინების საბაბით და ავიაგამანადგურებლის თანხლებით, აიძულა მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ დააკავეს ლაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა. დასავლეთმა ეს ინციდენტი „სახელმწიფოს მიერ გატაცებად“ და „სახელმწიფო მეკობრეობად“ შეაფასა. ასევე 25 მაისს უკრაინის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 26 მაისს, 00:00 საათიდან შეწყდება საჰაერო მიმოსვლა ბელარუსთან. პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ინფორმაციით, ავიამიმოსვლის შეწყვეტის გარდა, უკრაინულ ავიაკომპანიებს და თვითმფრინავებს აეკრძალებათ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენა. რამან პრატასევიჩი, რომელიც მინსკის აეროპორტში თვითმფრინავის იძულებით დაშვების შემდეგ დააკავეს, Telegram-ის პოპულარული ოპოზიციური არხის, Nexta-ს დამფუძნებელი და ყოფილი მთავარი რედაქტორია. მან ლუკაშენკას რეჟიმის მხრიდან დევნის გამო ბელარუსი 2019 წელს დატოვა და პოლონეთს სთხოვა თავშესაფარი. პრატასევიჩს ბელარუსის კგბ ბრალს სდებს ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნაში. ოპოზიციონერი ჟურნალისტი შეყვანილია იმ პირების სიაში, რომლებსაც, მინსკის მტკიცებით, კავშირი აქვთ ტერორისტულ საქმიანობასთან. როგორც იტყობინებიან, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში ბელარუსში მას სიკვდილით დასჯა ემუქრება. ...
წყარო

Bela transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 2 საათის წინ

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 28 დღის წინ