მინსკმა გამოაქვეყნა Ryanair-ის ლაინერის ეკიპაჟსა და დისპეტჩერებს შორის საუბრის ჩანაწერი

ბელარუსის ტრანსპორტის სამინისტრომ გამოაქვეყნა საუბრის გაშიფრული ტექსტი ავიადისპეტჩერებსა და Ryanair-ის თვითმფრინავის ეკიპაჟს შორის, რომელიც 23 მაისს იძულებით დაეშვა მინსკის აეროპორტში. დაჯდომის შემდეგ ბელარუსის სამართალდამცველებმა დააკავეს ოპოზიციონერი ბლოგერი რამან პრატასევიჩი, რომელიც თვითმფრინავში იმყოფებოდა. ევროკავშირმა ეს ინციდენტი თვითმფრინავის გატაცებად შეაფასა. მოლაპარაკებების დროს ეკიპაჟს გადასცეს სპეცსამსახურების ცნობა, რომ თვითმფრინავში შესაძლოა ყოფილიყო ბომბი, რომელიც შეიძლება ვილნიუსის თავზე გააქტიურებულიყო. ეკიპაჟს გადაეცა წითელი კოდი, რაც ნიშნავს, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ დაჯდომა, და თვითმფრინავს მინსკში დაჯდომა ურჩიეს. ათენიდან ვილნიუსში მიმავალი თვითმფრინავის პილოტი აზუსტებს, ვისი რეკომენდაციით არის აუცილებელი მინსკში დაჯდომაო. ის ითხოვს სიხშირეს ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებისთვის, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას, მოაბრუნოს თვითმფრინავი. მიიღო თუ არა ამის ნებართვა, ტექსტიდან არ ჩანს. მანამდე ლიეტუვის პოლიცია იტყობინებოდა, რომ ეკიპაჟმა მინსკში დაჯდომის შესახებ გადაწყვეტილება ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო. ინციდენტმა უპრეცედენტო სკანდალი გამოიწვია. ევროკავშირმა ბლოკის საავიაციო მრეწველობას მოუწოდა, თავი აარიდოს ბელარუსის საჰაერო სივრცეს და ბელარუსის ავიაკომპანიებს ევროკავშირის საჰაერო სივრცითა და აეროპორტებით სარგებლობა აუკრძალა. ასეთივე რეკომენდაცია გასცა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ. საჰაერო სივრცე უკვე დახურა უკრაინამ, რომლის მოქალაქეები მინსკს რუსეთში ტრანზიტისთვის იყენებდნენ. ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენაზე უარი თქვეს Air France-KLM-მა, Finnair-მა, SAS-მა, AirBaltic-მა, Lufthansa-მ, LOT,-მა Wizzair-მა და Singapore Airlines-მა. მედიის თანახმად, საჰაერო სივრცის იზოლაცია ბელარუსს შეიძლება საერთო შიდა პროდუქტის რამდენიმე პროცენტი დაუჯდეს. ქვეყნის თავზე გადის ავიამარშრუტები ევროპიდან ჩინეთისკენ და შორეული აღმოსავლეთისკენ. რეისების 83%, რომელთაც მინსკის ავიაკვანძი ემსახურება, ტრანზიტულია. მინსკი უარყოფს თვითმფრინავის გატაცებას და აცხადებს, რომ ის საერთაშორისო წესების შესაბამისად დასვეს. თვითმფრინავში ბომბი ვერ იპოვეს. ბელარუსში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის შესახებ ყალბი შეტყობინების თაობაზე. ...
წყარო

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nini

ბათუმი
  • 14 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 14 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 9 წუთის წინ

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anastasia

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lizi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 საათის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 7 თვის წინ