მარიტა მუსელიანი ამბობს, რომ მზად არიან გაასაჯაროონ დამფინანსებლების ვინაობა

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ლიდერი, მარიტა მუსელიანი ამბობს, რომ მზად არიან გაასაჯაროონ იმ პირების ვინაობა, ვინც მათ თანხა გადაურიცხა. ამის შესახებ მან აქციაზე განაცხადა და მიზეზიც განმარტა. ასევე ნახეთ ვარლამ გოლეთიანი რიონის ხეობაში დაბრუნებას და "ენკასთვის" ხელის შეშლას აანონსებს "რაც შეეხება დიდ ბრალდებას, რომელზეც გამახვილდა ყურადღება რაღაც თითქოს ისე, რომ დიდი დაფინანსებაა. ეს შავი პირის ნაწილია, ემთხვევა იმ თემას, რაღაც პოლიტიკური ძალები თუ დიდი ფულის პატრონები დგანან ჩვენ უკან. არ დავფიქრებულვართ, უბრალო ხალხი ვართ და რამდენი ფული მიდევს ჯიბეში, არასდროს არ ვიცი, ვერ ვითვლი ხოლმე. დავფიქრდი, რომ ამასთან დაკავშირებით საჭიროა მეტი გამჭვირვალობა..." - თქვა მუსელიანმა. ასევე ნახეთ ლევან ვასაძე ამბობს, რომ არ აფინანსებს "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციას მისი თქმით, რადგან ამ საკითხმა კითხვები გააჩინა, საჭიროდ მიიჩნიეს, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ. три "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მიერ თბილისში აქციების გამართვის დაწყების შემდეგ არაერთი კითხვა დაისვა ფინანსების მოძიებასთან დაკავშირებით. აქციაზე ლევან ვასაძის გამოჩენის შემდეგ კი ერთ-ერთ ვერსიად მისი მხრიდან აქციის დაფინანსება განიხილებოდა. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ თუ არ შესრულდებოდა მათი მოთხოვნები, თბილისის ქუჩების პარალიზებას შეეცდებოდნენ. ...
წყარო

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 7 საათის წინ

Saly

თბილისი
  • 9 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 14 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tika

თბილისი
  • 14 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ