ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის სამიტი 16 ივნისს შედგება

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს შედგება ჟენევაში. ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება. ამ პერიოდში ბაიდენი პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ თავის პირველ საზღვარგარეთულ ტურნეს გამართავს ევროპის ქვეყნებში. ეს პუტინისა და ბაიდენის პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება სახელმწიფოს მეთაურების რანგში. მათ 2011 წელს გამართეს შეხვედრა მოსკოვში. ბაიდენს მაშინ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, პუტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრი იყო. ორშაბათს ცნობილი გახდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანისა და რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, ნიკოლაი პატრუშევის კონსულტაციების შესახებ. მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია პრეზიდენტების შეხვედრის მოსამზადებლად. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები დაინტერესებული არიან ურთიერთობების ნორმალიზებით. სამიტის ჩატარება ბაიდენმა შესთავაზა პუტინს აპრილში გამართული სატელეფონო საუბრისას. ეს მოხდა ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური კონფლიქტის გამწვავების დროს. ვაშინგტონი დატოვა რუსეთის ელჩმა ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ პუტინი მკვლელია. ამის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, მოსკოვი დატოვა აშშ-ის ელჩმა. ...
წყარო

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 12 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 18 საათის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 28 დღის წინ

Eva

თბილისი
  • 17 საათის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ