ვარლამ გოლეთიანი: ვხედავთ, იუსტიციის სამინისტროს დასკვნები არ არის მხედველობაში მიღებული

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ილაპარაკა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის შესახებ. „გასაჯაროვდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა. ეს არის 2019 წლის 30 მარტის დოკუმენტი, სადაც დაწუნებულია ნამახვანჰესების კასკადი და უკიდურესად კრიტიკული შინაარსი აქვს ამ დოკუმენტს“, - აცხადებს გოლეთიანი და ამატებს, რომ ეს დოკუმენტი აქამდე იყო კონფიდენციალური. როგორც ვარლამ გოლეთიანი ამბობს, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა იუსტიციის სამინისტროს დასკვნები. „ვხედავთ, რომ სამინისტროს დასკვნები არ არის მხედველობაში მიღებული და გაფორმებულია კომპანიასთან ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება“, - თქვა გოლეთიანმა. მისი შეფასებით, დოკუმენტის შინაარსი კრიტიკულზე მეტია, „პირდაპირ მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ არ უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება“. три „მთის ამბებმა“ მოიპოვა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უწყებას არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე გასაიდუმლოებული აქვს. დასკვნა 22 კრიტიკულ შენიშვნას მოიცავს და მთავრობას სწორედ იმ საკითხების შეცვლისკენ მოუწოდებს, რომლებიც ხელშეკრულების მიმართ საზოგადოებრივი ჯგუფების კრიტიკის მთავარი საფუძველია. ...
წყარო

Nia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 14 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 15 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 12 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 14 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 7 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ

დეა

თბილისი
  • 1 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ