ამნისტიის აქტის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანა გადაიდო

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის შეხვედრა დასრულდა. კონსულტაციები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ოპოზიციამ ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგში დააყენა საკითხი, რომ ამნისტიის აქტის შესახებ კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განხილულიყო. როგორც სპიკერთან შეხვედრის შემდეგ „ლელოს“ წარმომადგენელმა ბადრი ჯაფარიძემ თქვა, საკანონმდებლო ინიციატივაზე 27 მაისს სამუშაო კონსულტაციები გაიმართება. „გაიმართება სამუშაო შეხვედრა იმ იმედით, რომ მოხდეს პოზიციების დაახლოება. არის განსხვავებები, რაზეც უნდა შევჯერდეთ. როგორ აღმოიფხვრება განსხვავებები და მოხდება თუ არა შეთანხმება, დღეს ამის პროგნოზი ძალიან ძნელია“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ. კანონპროექტის თანახმად, ამნისტია გავრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც ჩაიდინა დანაშაული, მიიღო მონაწილეობა ან ჰქონდა მცდელობა. მათ შორის მათზე, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი ან შეფარდებული აქვს ჯარიმა და ის ამ დრომდე გადაუხდელია. ამავე კანონმდებლობით, ამნისტია არ შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებს, რომლითაც გათვალისწინებულია სასჯელი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დანაშაულისთვის (მუხლი 117), წამებისთვის, წამების მუქარისთვის და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისთვის (მუხლები 1441-1443). ...
წყარო

Inesa

თბილისი
  • 4 საათის წინ

Nina transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 საათის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 11 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 3 საათის წინ

Lizi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ