ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა უკრაინის თავდაცვის მინისტრს ანდრი ტარანს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრი ტარანს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს. „აღინიშნა, რომ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერა. ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს - NATO-ში ინტეგრაციას", - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება საერთო ინტერესების ისეთ სფეროებში, როგორებიცაა შავი ზღვის უსაფრთხოება და გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის (EOP) ფორმატი. მან აღნიშნა, რომ მიესალმება ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის შექმნას. მისი თქმით, ეს ახალი მექანიზმი დადებით გავლენას იქონიებს საქართველოსა და უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებზე. პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა ორმხრივი თანამშრომლობის 2021 წლის გეგმის ხელმოწერა, რომელიც ორი ქვეყნის პარტნიორობას თავდაცვის უწყებებს შორის, კიდევ უფრო აქტიურს ხდის. მთავრობის მეთაური ასევე მიესალმა საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის გააქტიურებას სამხედრო-ტექნიკურ სფეროში. ...
წყარო

Lala

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

анастасия

თბილისი
  • 4 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Ninaka

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 2 დღის წინ