ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილს მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მისალოც წერილს. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, ბედნიერება და კეთილდღეობა გისურვოთ მეგობარ ქართველ ხალხს და პირადად თქვენ. გასულ წელს, რეგიონში ვითარების ხელახალი გაუარესება აღინიშნა, რაც თქვენი ქვეყნისთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს. იმ კონტექსტში, როცა რეგიონის ძლიერ სახელმწიფოებს თავიანთი გავლენის სფეროს გაფართოების სურვილი აქვთ, საქართველომ შეძლო, დაემტკიცებინა დამაჯერებელი სვლა დემოკრატიის, ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოებისა და რეფორმების გაგრძელების გზაზე. ამ მხრივ, მოხარული ვარ, რომ თქვენი ქვეყნის პოლიტიკური ძალები დათანხმდნენ, შეერთებოდნენ ევროპული მედიაციის საფუძველზე შემოთავაზებულ კომპრომისულ შეთანხმებას, რომლის სხვადასხვა დებულებები განხორციელების პროცესშია. ვიცი იმ დადებითი როლის შესახებ, რომელიც თქვენ ითამაშეთ მის მიღებაში და მსურს, ეს მოგილოცოთ", - წერს მაკრონი. საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ 2021 წელს აღინიშნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობის შემდეგ გადასახლებული ქართველების საფრანგეთში ჩასვლის ასი წლისთავი. „ვისურვებდი, რომ პატივი მიგვეგო ჩვენი საერთო ისტორიის ამ მოვლენისთვის, რომელიც ადასტურებს ჩვენი ორი ხალხის გამაერთიანებელ, ნდობისა და მეგობრობის განსაკუთრებულ კავშირს", - მიუთითებს მაკრონი. три პრეზიდენტი ადასტურებს საფრანგეთის ურყევ ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ...
წყარო

Ninaka

თბილისი
  • 10 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 2 საათის წინ

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 14 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 14 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 2 დღის წინ

Mistress

თბილისი
  • 7 საათის წინ