კობახიძის თქმით, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებზე დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეაფასა ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციები. ის ლაპარაკობს აქციის მონაწილეთა რადიკალურ მოქმედებებსა და აქციის საეჭვო დაფინანსებაზე. „რეალურად გამოჩნდა, რომ პროტესტს მყარი საფუძველი არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი რამ არის დასაზუსტებელი, რის გარშემოც პროტესტის აგორების მცდელობა იყო. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ექსპერტული დისკუსია უნდა გაიმართოს, რაც მნიშვნელოვანია. თუ სადმე ასეთი დისკუსიის და კომუნიკაციის ნაკლოვანება არის, ეს უნდა შეივსოს, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ყველამ დაინახა, რომ რადიკალურ ნაბიჯებს მხარდაჭერა არ აქვს, თბილისის პარალიზება აბსოლუტურად გაუგონარი მესიჯი იყო, რომელმაც ვერ პოვა მხარდაჭერა საზოგადოებაში, ეს იყო არასწორი ნაბიჯი, აქედან გამომდინარე, არასწორი ნაბიჯის გამო, საზოგადოებამ გამოხატა შესაბამისი რეაქცია“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე. მმართველი პარტიის თავმჯდომარე აქციების დაფინანსების საკითხზე აღნიშნავს, რომ ის დიდი ფულით არის დაფინანსებული და ამ კითხვას პასუხი მოგვიანებით გაეცემა. „როცა დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება აქციაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფრის უკან სერიოზული, როგორც კომერციული ინტერესები, ასევე პოლიტიკური ინტერესები არის. თუმცა, ამ ყველაფერს ბუნებრივია, პასუხი უნდა გაეცეს, როცა ასეთი მნიშვნელოვანი პროცესია, ასეთი ტიპის პროტესტია, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია მათ შორის, ფინანსებთან დაკავშირებით. თუ ისინი ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ მიაწვდიან საზოგადოებას, ბუნებრივია, ჩვენი ვალია, ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ. გამოძიებაზე არ არის აქ საუბარი, როცა გარკვეული საპროტესტო აქცია ფინანსდება, ეს შეიძლება იყოს ლეგიტიმური, მაგრამ თუ ამის უკან რაიმე სხვა ნიშნებია, ბუნებრივია, ამის შესწავლა შეიძლება. ეჭვების დონეზე, იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, შეგვიძლია ვისაუბროთ, მათ შორის, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ის, რომ საქართველო არ იყოს სათანადოდ დამოუკიდებელი ენერგეტიკული თვალსაზრისით, თუმცა, ეჭვებზე საუბარს ჯობს დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით მივაწოდოთ საზოგადოებას", - თქვა კობახიძემ. ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა მარიტა მუსელიანმა თქვა, რომ მზად არიან გაასაჯაროონ იმ პირების ვინაობა, ვინც მათ თანხა გადაურიცხა. ...
წყარო

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 13 საათის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 2 საათის წინ

Veronika

თბილისი
  • 8 საათის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 8 საათის წინ

Eva

თბილისი
  • 7 საათის წინ

Alena

თბილისი
  • 8 საათის წინ

анастасия

თბილისი
  • 4 თვის წინ