ევროკავშირის ლიდერები ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაფართოებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ, გააფართოონ ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები, განაცხადა სამიტის შემდეგ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. სანქციების სიაში შევლენ პირები და ორგანიზაციები, რომლებსაც კავშირი აქვთ 23 მაისს მომხდარ ინციდენტთან, რომლის დროსაც ბელარუსმა Ryanair-ის თვითმფრინავი აიძულა, მინსკში დამჯდარიყო. ამის შემდეგ ბელარუსის სამართალდამცავებმა დააკავეს თვითმფრინავში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი. როგორც Deutsche Welle იტყობინება სამიტიდან, შეხვედრის მონაწილეები განიხილავდნენ აქტივების გაყინვას და მოგზაურობის შეზღუდვას სანქციების სიაში მყოფი პირებისთვის, ასევე საერთაშორისო საბანკო სისტემა SWIFT-იდან ბელარუსის გარიცხვის შესაძლებლობას. მანამდე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბელარუსის ავიაციისთვის აკრძალვა შემოიღეს კავშირის 27-ვე წევრის საჰაერო სივრცით სარგებლობაზე. ოფიციალურ განცხადებაში ევროკავშირმა წევრი ქვეყნების ავიაკომპანიებს მოუწოდა, არ შეწყვიტონ ფრენა ბელარუსის ტერიტორიის თავზე. გარდა ამისა, ევროკავშირი ბელარუსისგან მოითხოვს, გაათავისუფლოს რამან პრატასევიჩი და მასთან ერთად დაკავებული რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა და გამოიძიოს თვითმფრინავის მინსკში იძულებით დასმის ინციდენტი. ევროკავშირმა აქამდე უკვე სამჯერ გამოაქვეყნა ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების სიები: 2020 წლის 2 ოქტომბერს, 6 ნოემბერსა და 17 დეკემბერს. საერთო ჯამში მასში შედის ბელარუსის 55 მოქალაქე, მათ შორის ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ასევე შვიდი იურიდიული პირი. ამჟამად ევროკავშირი სანქციების მეოთხე პაკეტს ამზადებს. ...
წყარო

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 12 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 20 საათის წინ

Яна

თბილისი
  • 1 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ