პრეზიდენტი: მთავარ მიზნებს უნდა ახლდეს სწორი შეფასება, რეალისტური ხედვა და სამოქმედო გეგმა

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე თბილისის თავისუფლების მოედნიდან მიულოცა. თავდაცვის ძალების აღლუმის და რეკრუტების მიერ ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს გამარჯვება უწოდა იმას, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის განმავლობაში ქვეყანამ გაუძლო ყველა უმძიმეს გამოწვევას - ომს, ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას და პროვოკაციებს და შეძლო, არჩეულ გზაზე ევლო ისე, რომ არ შეპუებოდა დაბრკოლებას, მუქარასა თუ თავდასხმას. როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ურთულეს რეგიონში საქართველო მტკიცედ ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას და სუვერენობას. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ჯარისკაცებს და სიმბოლური უწოდა, რომ სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, სრული სამხედრო პატივით მთაწმინდის პანთეონს მიაბარებენ ქართული ჯარის დამფუძნებელს და მთავარსარდალს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს. „დღეს დადგა დრო, რომ ნათლად გავიაზროთ, რა გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და რას გვეუბნება გენერალ კვინიტაძის მაგალითი. მის მემუარებში ახსნილია, დიდწილად რამ განაპირობა 1921 წლის ომის ტრაგიკული შედეგი - მოუმზადებლობა, დეზორგანიზაცია, არათანმიმდევრულობა, გეგმების არარსებობა, პროფესიონალიზმის ნაკლებობა და ამ ყველაფრის უკან - გულგრილობა, პარტიული მიზნებისა და ამბიციების წინ დაყენება. ეს არის გაკვეთილი, რომელსაც არა მხოლოდ უნდა მოვუსმინოთ, არამედ გავითავისოთ და დღევანდელ ჭრილში გავიაზროთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, 1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის სამწლიან პერიოდს და დღევანდელს ერთმანეთს ვერ შევადარებთ, მაგრამ თუ სახელმწიფოს გაძლიერება და გამოწვევების დაძლევა გვინდა, დღესაც მართებულია ერთი პრინციპი, რომ ყველა მთავარ მიზანს უნდა ახლდეს სწორი შეფასება, რეალისტური ხედვა და სამოქმედო გეგმა. სალომე ზურაბიშვილის თანახმად, ეს სჭირდება ევროპაში საქართველოს ინტეგრაციას, რაც უალტერნატივო პერსპექტივა და მიზანია, სჭირდება ნატოში ინტეგრაციის გზას და სჭირდება ოკუპაციის დაძლევის მიზანს. პრეზიდენტის განცხადებით, იმავე პრინციპებსა და მოთხოვნებს ექვემდებარება ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარება: „ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად - პანდემიის, პოლიტიკური დაპირისპირების, საზოგადოების პოლარიზაციისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის, თუ საზოგადოებისთვის მწვავედ აღქმული ისეთი თემები, როგორიცაა „ნამახვანჰესის“ საკითხი, გვჭირდება საკუთარი ხედვა, კონკრეტული გეგმა და, რაც მთავარია, ერთობა“. დღეს 103 წელი შესრულდა საქართველოს მიერ რუსეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზ...
წყარო

დეა

თბილისი
  • 1 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 2 საათის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 7 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 14 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ