ირაკლი ღარიბაშვილი: დღევანდელი დღე გამარჯვების, თავისუფლების და პატრიოტიზმის დღეა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 26 მაისი არის საქართველოს ეროვნული იდენტობის, მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულება. მისი თქმით, დღევანდელი დღე არის საქართველოს ყველა მოქალაქის ზეიმის დღე, რომელიც გამოხატავს ერთიანობას და სწრაფვას საქართველოს უკეთესი მომავლისკენ. „დღევანდელი დღე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის გამარჯვების, თავისუფლებისა და პატრიოტიზმის დღეა. 26 მაისი ჩვენი ეროვნული იდენტობის, მრავალსაუკონოვანი კულტურის და თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებაა. თავისუფლების იდეა ყოველთვის იყო ის მთავარი საყრდენი, რომელიც აერთიანებდა ყველა პატრიოტს და რომელმაც შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც თავისი შრომითა და თავდადებით აძლიერებს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან თავის გამოსვლაში დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს ყველა მოქალაქეს. განსაკუთრებულად გამოყო ასევე ეკლესია, ჯარისკაცები, ვეტერანები, ექიმები, პოლიციელები, მასწავლებლები, უცხოეთში მცხოვრები ქართველები, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოქალაქეები. „დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები ძლიერი ოჯახის წევრი საქართველოს ღირსეული მონაწილეები გავხადოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ასევე საქართველოს უცხოელი პარტნიორების როლს ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებაში. „30 წლის წინ ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობისა და წარსულის გააზრებით საქართველომ დაიწყო თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა. ჩვენ არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ. ჩვენმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისა და მდგრადი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების საქმეში. გაღრმავდა და უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკასთან. 2024 წელს კი საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, რითაც მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი წინაპრების ევროპული ოცნების განსახორციელებლად. ჩვენ ვქმნით უკეთეს პირობებს ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის. ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გლობალური კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად და ეკონომიკური აღორძინებისთვის ახალი მუხტის მისაცემად. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ღირებულებებზე დაფუძნებით, გავაგრძელებთ ერთიანი და ძლიერი ქვეყნის მშენებლობას, რომელიც იქნება ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი ნაწილი და რომელიც თითოეული მოქალაქისთვის მოიტანს კეთილდღეობას“, - აღნიშნა ირაკლი ...
წყარო

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 7 საათის წინ

Elena

თბილისი
  • 33 წუთის წინ

Rita

თბილისი
  • 1 დღის წინ

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Mila

თბილისი
  • 14 თვის წინ