„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოითხოვს გასაჯაროვდეს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული დოკუმენტები

იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, ნამახვანი ჰესის პროექტზე, რომელიც 25 მაისს, „მთის ამბებმა“ გაასაჯაროვა და რომელიც ამ დრომდე უკანონოდ იყო დახურული საზოგადოებისთვის, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების პირობების შეუთავსებლობას სახელმწიფოს ინტერესებთან, - აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებაში, რომელშიც ორგანიზაცია მოითხოვს, იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალურადაც გაასაჯაროოს დასკვნა და პოზიცია „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების სამართლებრივ რისკებსა და იმ პროცესთან დაკავშირებით, რომლებმაც გამორიცხა მათი შენიშვნების ხელშეკრულების შინაარსში ასახვა და შესაძლებელი გახადა ხელშეკრულების ხელმოწერა მნიშვნელოვანი სამართლებრივი რისკებით. „დასკვნა მთავრობის და სახელმწიფო კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების მასშტაბურობას აკრიტიკებს მაშინ, როდესაც დასკვნის თანახმად "აღნიშნულის საპირისპიროდ, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში მაქსიმალურად არის დაცული [კომპანიის] უფლებები და შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები". იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც 22 კრიტიკული შენიშვნისგან შედგება, ფაქტობრივად არ არის გათვალისწინებული ხელმოწერილი ხელშეკრულების ტექსტში. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს მოქმედი ხელშეკრულება შეიცავს მნიშვნელოვან სამართლებრივ რისკებს სახელმწიფოსთვის. დასკვნა სწორედ იმ საკითხების პრობლემურობას უსვამს ხაზს, რაც ხელშეკრულების გასაჯაროებისთანავე ჩვენი მწვავე კრიტიკის საგანი გახდა და რაც აჩვენებს ხელშეკრულებით სახელმწიფოსა და კერძო კომპანიის ინტერესების უკიდურეს დაუბალანსებელობას“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თანახმად, სამინისტროს კონკრეტული შენიშვნების ნაწილი არსებითად ემთხვევა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიგნებებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ხელშეკრულებაში არსებული უსამართლო და დაუბალანსებელი პირობების ერთობლიობა განაპირობებს ხელშეკრულების მხარეთა უკიდურეს უთანასწორობას და საჯარო ინტერესების დათმობას კერძო ინტერესის სასარგებლოდ. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს დასკვნა შეიცავს სხვა არაერთ კრიტიკულ შენიშვნას ხელშეკრულების მიმართ, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მთავრობის მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ გამოეხმაურა ასევე მედიაში გავრცელებულ „შეთანხმების ფურცელს“, რომელშიც, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ცნობით, შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობაა ასახული. „ამ დოკუმენტშიც, არა ერთ შენიშვნაზე მითითებულია, რომ გათვალისწინებული არ იქნა, მაგალითად, იმიტომ, რომ „ინვესტორი არ ეთანხმება შენიშვნის შინაარსს“. თუმცა, კიდევ უფრო საყურადღებოა ის პუნქტები, რომლებიც ამ დოკუმენტის მიხედვით „გათვალისწინებულია“. იუსტიციის სამინისტროს შენიშვნების დიდი ნაწილი, ფორმუ...
წყარო

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ