ზურაბიშვილი: უნდა შემცირდეს ყალბი ინფორმაცია, ერთად უნდა შევიმუშაოთ თვითრეგულაციები

საქართველოს პრეზიდენტმა მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში მედიის პასუხისმგებლობაზეც ილაპარაკა თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე გამოსვლისას და განაცხადა, რომ „აუცილებელია, საზოგადოებას მისცეს დამშვიდების საშუალება“. ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში ევროკავშირის და აშშ-ის როლს, რის შედეგადაც „პარლამენტში აღდგა მრავალპარტიულობა და პარლამენტმა შეძლო საარჩევნო კანონპროექტზე შეთანხმების მიღწევა“. პრეზიდენტის განცხადებითვე, შემდეგი ეტაპია თვითმმართველობის არჩევნები, რომელმაც ქვეყანა უნდა გადაიყვანოს დემოკრატიულობისა და სახელმწიფოებრიობის ახალ საფეხურზე: „ჩვენზეა და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული რეფორმების ბოლომდე მიყვანა და ის, რომ ჩვენი სახელმწიფო სამაგალითო გავხადოთ. ნამდვილი დამოუკიდებლობა კი სწორედ ასე მყარდება. დღევანდელ დღეს ასეთია დამოუკიდებლობა, და რაც მეტი დამოუკიდებლობაა, მით მეტია პასუხისმგებლობა. ეს ყველას გვეხება, პირველ რიგში, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს. მათ დისკუსიისა და პოლიტიკური დაპირისპირების გარდა, დიალოგისა და თანამშრომლობის რესურსის გამონახვაც ევალებათ. ასევე, დიდია საზოგადოების პასუხისმგებლობა, რომელიც ამომრჩევლების აქტიურობით გამოიხატება - აქტიურობა, რომელიც შემდეგ პარტიებს გარკვეულ ვალდებულებას აკისრებს“. როგორც ზურაბიშვილმა თქვა, ამ ვითარებაში არანაკლებია მედიის პასუხისმგებლობა და პირველ რიგში, აუცილებელია, რომ საზოგადოებას მისცეს დამშვიდების საშუალება: „უნდა შემცირდეს ყალბი ინფორმაცია და ამ კუთხით ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა შევიმუშაოთ თვითრეგულაციები, რათა ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, საარჩევნო კამპანიაში ჩარევა გარედანაც კი განხორციელდეს და ეს არ უნდა დავუშვათ“. ...
წყარო

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 14 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 1 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 51 წუთის წინ

Kato

თბილისი
  • 7 საათის წინ

Анжелина

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Anastasia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 14 თვის წინ