ლევან მურუსიძე სასამართლოში კლანის არსებობაზე კითხვის პასუხად იგავ "ენის დაკოდილს" მოჰყვა

"ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ვისურვებდი, ეს [აქცია] გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს არ გასცდეს და არ გადავიდეს შეურაცხყოფაში. ზოგადად, ყველა ქვეყანა არის თავისებური, საქართველოში გამოხატვის თავისუფლებას ჩვენ უნდა მივუდგეთ ფრთხილად და აი, რატომ: თქვენ იცით ერთი იგავ-არაკი, დათვი რომ ესტუმრა გლეხს და ცოლმა რომ თქვა, რა მყრალი სუნი აქვსო. დათვმა უთხრა, თავში ნაჯახი ჩამარტყიო და ერთი თვის მერე გლეხს უთხრა, შენი ნაჯახით დაკოდილი მომირჩა და შენი ცოლის ენით დაკოდილი არაო. ეს არის დიდი სიბრძნე, ქართული სიბრძნე. საქართველოში ჩვენ ვართ ამ იგავ-არაკზე გაზრდილი, ადამიანს ურჩევნია სიტყვიერ შეურაცხყოფას ფიზიკური შეურაცხყოფა", - ასე უპასუხა მოსამართლე ლევან მურუსიძემ მოსამართლეების რიგგარეშე კონფერენციაზე, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 ახალი მოსამართლე წევრი უნდა აირჩეს, ჟურნალისტების კითხვას სასამართლოში კლანის არსებობის შესახებ. მოსამართლეების კონფერენცია აქციის ფონზე მიმდინარეობს, სამოქალაქო აქტივისტები თვლიან, რომ სასამართლოს კლანი მართავს. ლევან მურუსიძე იმის დასტურად, რომ საქართველოში სასამართლო თავისუფალია, "რუსთავი 2-ის" საქმეს ასახელებს, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მის გამოტანილ განაჩენზე დასმულ კითხვაზე კი ამბობს, რომ "ეს პირადულია". ბოლო პერიოდის გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით (კარტოგრაფების საქმე, გიორგი რურუას საქმე, ტვ პირველის დამფუძნებლის საქმე, ნიკა მელიას საქმე) მურუსიძე ამბობს, რომ ამ საქმეებზე სასამართლოს პირველ ინსტანციას განაჩენი გამოტანილი არ აქვს და, შესაბამისად, ამ საქმეების მიხედვით სასამართლოზე მსჯელობა არასწორია. "როცა ამბობენ, რომ სასამართლო არ გვაქვს, სულ 7-8 საქმეზეა ლაპარაკი", - ამბობს ლევან მურუსიძე. "სასამართლო სისტემა საქართველოში ძლივს, როგორც იქნა, ყალიბდება როგორც ხელისუფლება, ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო. მე ყველაზე მეტად გული რაზე მწყდება, იცით? არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სასამართლოს საკითხებზე მუშაობენ და ამისთვის გარკვეულ დაფინანსებას იღებენ, ეწევიან არა ჯანსაღ კრიტიკას, არამედ პირდაპირ მოსამართლეების დაბულინგებას, მორალურად განადგურებას, დევნას, ეძახიან მათ კრიმინალს, აყენებენ შეურაცხყოფას. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ასე ექცეოდე და ამისთვის ფულს იღებდე", - თქვა ლევან მურუსიძემ. ის გამორიცხავს სასამართლოს სისტემაში კლანის არსებობას. თბილისში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა კონფერენციის პარალელურად აქცია იმართებოდა და მოქალაქეები მოითხოვდნენ გადადებულიყო იმ ოთხი მოსამართლის არჩევა, რომლებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - სასამართლოს სისტემის მმართველ რგოლში იმუშავებენ. три იუსტიციის უმაღლესი საბ...
წყარო

Diko

თბილისი
  • 45 წუთის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 5 დღის წინ

Lala

ქუთაისი
  • 33 წუთის წინ

Яна

თბილისი
  • 1 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 5 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 10 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 7 თვის წინ