ნატო მოითხოვს Ryanair-ის თვითმფრინავის ინციდენტის სასწრაფო დამოუკიდებელ გამოძიებას

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ, ნატოს მთავარმა პოლიტიკურმა ორგანომ, განაცხადა, რომ მხარს უჭერს სასწრაფო დამოუკიდებელ გამოძიებას ბელარუსში 23 მაისს სამოქალაქო თვითმფრინავისთვის კურსის შეცვლას და მასში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაკავებას. „ამ დაუშვებელი მოქმედებით სერიოზულად დაირღვა სამოქალაქო ავიაციის ნორმები და საფრთხე შეექმნათ მგზავრებსა და ეკიპაჟს,“ ნათქვამია ალიანსის 26 მაისის განცხადებაში. 23 მაისს ბელარუსის ხელისუფლებამ სამხედრო თვითმფრინავის გამოყენებით აიძულა კომპანია Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში ასრულებდა რეისს, დამჯდარიყო მინსკის აეროპორტში. მინსკში თვითმფრინავის დაჯდომისთანავე ბელარუსის სამართალდამცველებმა დააკავეს მასში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი ქალი. ინციდენტი ფართოდ დაგმეს მსოფლიოს ლიდერებმა და მას „სახელმწიფოს მიერ განხორციელებული გატაცება“ უწოდეს. 26 მაისს ევროპის კავშირის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) განაცხადა, რომ ურჩევს ევროკავშირს ავიაკომპანიებს, ასევე იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც არ ეკუთვნის ევროკავშირს, მაგრამ მასთან საჰაერო მიმოსვლა აქვთ, თავი აარიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცეს, თუკი ამას საგანგებო გარემოებები არ მოითხოვს. დღესვე ლუკაშენკამ მინსკში კანონმდებლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის „კანონიერად მოქმედებდა“ ადამიანების დასაცავად, როცა ბელარუსის ხელისუფლებამ შვეიცარიიდან მიიღო ცნობა, რომ თვითმფრინავში ბომბი იყო, რაც ყალბი განგაში აღმოჩნდა. ავიაკომპანია Ryanair-ისთვის კურსის შეცვლევინებისა და მინსკში დასმის შემდეგ, რასაც ევროპელმა ლიდერებმა „გატაცება“ და „სახელმწიფო მეკობრეობა“ უწოდეს, გაიზარდა ზეწოლა ლუკაშენკაზე, რომლის წინააღმდეგაც ბელარუსში გასული წლის აგვისტოდან მოყოლებული მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები. დასავლეთის ლიდერები მოითხოვენ პრატასევიჩისა და მისი მეგობრის, სოფია საპეგას გათავისუფლებას. ევროკავშირმა ბელარუსთან სატრანსპორტო კავშირების გაწყვეტა მანამდე დაიწყო, სანამ EASA გაავრცელებდა გაფრთხილებას 26 მაისს. ...
წყარო

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 3 საათის წინ

Vika

ბათუმი
  • 3 თვის წინ
  • 100%

Олеся

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ