ნიდერლანდში დაიწყო სასამართლო სხდომა მალაიზიის Boeing-ის ჩამოგდების თაობაზე

ნიდერლანდში დაიწყო სასამართლო სხდომა „მალაიზიის ავიახაზების“ Boeing-ის (რეისი MH17) ჩამოგდების შესახებ 2014 წელს. პროცესი იმართება კარვებში სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, სადაც ინახება თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომლებიც ტრაგედიის ადგილზე შეაგროვეს, აქვე ინახება მისი რეკონსტრუქცია. ღონისძიების ორგანიზატორია პროკურატურა, რომელმაც დაღუპული ლაინერის კაბინის შემოწმება მოითხოვა. ბრალდების მხარეს გადაწყვეტილი აქვს დაამტკიცოს ვარაუდები, რომ თვითმფრინავს მარცხენა ნაწილში მოხვდა რაკეტა. სასამართლომდე გამართული გამოძიება შარშან წლის ბოლოს დასრულდა, როცა მოსამართლეებმა არ მიიღეს დაცვის მხარის თხოვნა იმის თაობაზე, რომ განიხილონ თვითმფრინავის კატასტროფასთან უკრაინის სამხედროთა კავშირის ვერსია. 7 ივნისს უნდა დაიწყოს საქმის არსებითი განხილვა. სასამართლომ უნდა უპასუხოს, ჩამოადგეს თუ არა Boeing-ი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთიდან შეტანილი რაკეტა „ბუკით“ და არიან თუ არა ბრალდებულები მომხდარისთვის პასუხისმგებელნი. 2014 წლის 17 ივლისს უკრაინელ სეპარატისტთა კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მომხდარი კატასტროფის შედეგად დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი. უმრავლესობას ნიდერლანდის მოქალაქეები შეადგენდნენ. ბრალდებულია ოთხი ადამიანი, რომელთაც სეპარატისტებთან ჰქონდათ კავშირი. სამი მათგანი რუსეთის მოქალაქეა, ერთი - უკრაინის. ნიდერლანდში სასამართლო 2020 წელს დაიწყო. ბრალდებულები დანაშაულს უარყოფენ. სასამართლოზე ადვოკატებით არის წარმოდგენილი მხოლოდ ერთი ბრალდებული - რუსეთის მოქალაქე ოლეგ პულატოვი. გამოძიება დამტკიცებულად მიიჩნევს, რომ თვითმფრინავი ჩამოგდებულია სარაკეტო სისტემით, რომელიც რუსეთის სამხედროებს ეკუთვნოდათ. ჯერჯერობით არ არის ცხადი, ვინ გასცა თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება. ასევე არაა ნათელი, განზრახ ჩამოადგეს სამგზავრო თვითმფრინავი თუ შეცდომით. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს ინციდენტთან რაიმე კავშირს. ...
წყარო

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 3 საათის წინ

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 4 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 15 დღის წინ

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Kristina

თბილისი
  • 4 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ