შვეიცარიის თქმით, მას მინსკისთვის არ შეუტყობინებია, თითქოს Ryanair-ის თვითმფრინავში ბომბი ყოფილიყოს

შვეიცარიამ უარყო ბელარუსის ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბელარუსმა შვეიცარიისგან მიიღო შეტყობინება, რომ ბომბი იყო მოთავსებული Ryanair-ის თვითმფრინავში, რომელსაც ბელარუსმა კურსი შეუცვალა და მინსკში დასვა. შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შვეიცარიის ხელისუფლებამ არ იცოდა თვითმფრინავში აფეთქების საფრხის შესახებ და ამიტომ ასეთი საფრთხის თაობაზე ინფორმაცია არ მიუწოდებია ბელარუსის ხელისუფლებისთვის. 26 მაისს ლუკაშენკამ მინსკში კანონმდებლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის „კანონიერად მოქმედებდა“ ადამიანების დასაცავად, როცა ბელარუსის ხელისუფლებამ შვეიცარიიდან მიიღო ცნობა, რომ თვითმფრინავში ბომბი იყო, რაც ყალბი განგაში აღმოჩნდა. 23 მაისს ბელარუსის ხელისუფლებამ სამხედრო თვითმფრინავის გამოყენებით აიძულა კომპანია Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში ასრულებდა რეისს, დამჯდარიყო მინსკის აეროპორტში. მინსკში თვითმფრინავის დაჯდომისთანავე ბელარუსის სამართალდამცველებმა დააკავეს მასში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი ქალი. ინციდენტი ფართოდ დაგმეს მსოფლიოს ლიდერებმა და მას „სახელმწიფოს მიერ განხორციელებული გატაცება“ უწოდეს. 26 მაისს ევროპის კავშირის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) განაცხადა, რომ ურჩევს ევროკავშირს ავიაკომპანიებს, ასევე იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც არ ეკუთვნის ევროკავშირს, მაგრამ მასთან საჰაერო მიმოსვლა აქვთ, თავი აარიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცეს, თუკი ამას საგანგებო გარემოებები არ მოითხოვს. ...
წყარო

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • 100%

Олеся

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ninaka

თბილისი
  • 10 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 18 საათის წინ

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ