ნატოს ღია კარის პოლიტიკა დაპირებებით გამოკვების პოლიტიკად არ უნდა გადაიქცეს – 2021 წელი საუკეთესო დროა უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ის მისანიჭებლად

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება აცხადებს, რომ – ნატოს ღია კარის პოლიტიკა დაპირებებით კვების პოლიტიკად არ უნდა გადაიქცეს და უკრაინამ და საქართველომ წელს წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა მიიღონ. „ბუქარესტის 2008 წლის სამიტის შემდეგ 13 წელი გავიდა და ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების განსახორციელებლად. როდესაც ზოგჯერ რეფორმების ნელა გატარებისთვის გვაკრიტიკებენ, მაშინ რა უნდა ვთქვათ ალიანსის გადაწყვეტილებების განხორციელებაზე, რომელსაც უკვე 13 წელია მტვერი ადევს? უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა დაპირებებით გამოკვების პოლიტიკად არ იქცეს“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისი თქმით, 2021 წელი საუკეთესო დროა უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ის მისანიჭებლად. „თუ 2008 წელს გაიცა დაპირება, რომ უკრაინა და საქართველო საბოლოოდ გახდებოდნენ ნატო-ს წევრები და ამ გზაზე შემდგომი ნაბიჯი წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაა, მაშინ რთული წარმოსადგენია უფრო უკეთესი და უფრო მნიშვნელოვანი მომენტი ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად, ვიდრე 2021 წელია” – განაცხადა კულებამ. მან უკმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ალიანსის წლევანდელ, 14 ივნისს დაგეგმილ სამიტზე უკრაინა არ მიიწვიეს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ესკალაციის ფონზე იმართება. ”ჩვენ გვესმის მოკავშირეების სურვილი დახურული სამიტის ჩატარების შესახებ … მაგრამ არ გვესმის, როგორ შეიძლება არ მიეწვიათ უკრაინა“, – აღნიშნა კულებამ....
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 19 საათის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 7 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 4 საათის წინ

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 6 დღის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ