„რიონის ხეობის მცველები" სოფელ გუმათში რკინის კორდონის აღებას მოითხოვენ

ქუთაისიდან სოფელ გუმათში ფეხით ჩავიდნენ თბილისიდან დაბრუნებული „რიონის ხეობის მცველები". ისინი ხელებს ურტყამენ რკინის კორდონს, რომლითაც გზა არის გადაკეტილი და მოითხოვენ მის აღებას. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, „რიონის ხეობის მცველების" წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ ადგილზე დარჩებიან და ასე შეუქმნიან პოლიციას დისკომფორტს. რკინის ჯებირები პოლიციამ „რიონის ხეობის მცველების" დაბრუნებამდე რამდენიმე საათით ადრე დაამაატა, რომლის უკანაც პოლიციელები დგანან. три აქცის მონაწილეების გადაწყვეტილებით, რიონის ხეობისკენ მიმავალი სამი გზა გადაიკეტება კომპანია „ენკა"-ს ავტომანქანებისთვის. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ თუ არ შესრულდებოდა მათი მოთხოვნები, თბილისის ქუჩების პარალიზებას შეეცდებოდნენ. მანამდე 200-ზე მეტი დღის განმავლობაში ისინი აქციას რიონის ხეობაში მართავდნენ. 26 მაისს აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში დაბრუნდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ასეთია: გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია "ენკა რინიუებლზს" შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ". გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში ასევე შედის ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში. ...
წყარო

Elisa

თბილისი
  • 10 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 8 საათის წინ

Aida

თბილისი
  • 7 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 8 საათის წინ

Oksana

თბილისი
  • 7 საათის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 8 საათის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 8 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 8 საათის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ