ოპოზიციამ მხარი უნდა დაუჭიროს “ქართული ოცნების” მიერ დაინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტს

“ქართული ოცნების” წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარლამენტში დღეს პირველი მოსმენით მათ მიერ დაინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი გავა. მისივე თქმით, ოპოზიციასთან კონსულტაციის მიზანი მეორე მოსმენისთვის მხარეების პოზიციების დაახლოებაა. “შესაძლებელია შეჯერება, ოპოზიციამ მხარი უნდა დაუჭიროს “ქართული ოცნების” მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს. დღეს აუცილებლად გავა პირველი მოსმენით ეს კანონპროექტი, თუმცა, იმისთვის, რომ გვქონდეს რესურსი პოზიციების დაახლოების და მეორე მოსმენის ფარგლებში გარკვეულ საკითხებზე იქნებ შევჯერდეთ, ამიტომ ვიკრიბებით დღეს,”-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ისინი მაქსიმალურად ეცდებიან,. რომ საკითხზე ოპოზიციასთან მოლაპარაკება ეფექტური იყოს. “ქართული ოცნების” შემოთავაზებული კანონპროქტი სრულ თანხვედრაშია შარლ მიშელის დოკუმენტთან. წინ ორი მოსმენაა, მთავარი მოსმენა მეორე მოსმენაა, რომელზედაც კიდევ არის ფართო რესურსი იმისთვის, რომ მხარეებმა შეძლონ და ერთმანეთის შენიშვნები გაითვალისწინონ. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ეს მოლაპარაკება ეფექტური არ იქნება. თუმცა, ჩვენ ვეცდებით, რომ მოლაპარაკება იყოს ეფექტური,”-განაცხადა დავით მათიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ამნისტიის შესახებ კანონზე მორიგი კონსულტაცია მიმდინარეობს. ორივე მხარეს დოკუმენტის საკუთარი ვერსია აქვს. 2019 წლის 20-21 ივნისი მოვლენების შესახებ ამნისტიის კანონპროექტის მიღება მხარეებს ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მიღებული შეთანხმებით აქვთ აღებული....
წყარო

Monika

თბილისი
  • 10 თვის წინ

დეა

თბილისი
  • 1 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 4 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 19 საათის წინ

Inesa

თბილისი
  • 19 საათის წინ

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 7 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 18 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 9 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 12 თვის წინ