"რიონის ხეობის მცველები" აცხადებენ, რომ ხეობაში შესასვლელი გზები ორივე მხრიდან ჩაკეტეს

„რიონის ხეობის მცველები“ აცხადებენ, რომ გუმათიდან რიონის ხეობისკენ არ გაატარეს „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანია „ენკას“ ორი ავტომანქანა. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს გზა აქვთ გადაკეტილი სოფელ ტვიშთანაც. კარვებია გაშლილი „ენკას“ საწყობთან, გუმათის ჰესთან და სოფელ ტვიშში. საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ხეობაში შესასვლელი გზები ჩაკეტილია როგორც ქუთაისიდან, ისე რაჭიდან. გოლეთიანი ამბობს, რომ არ დაუშვებენ ხეობაში „ენკას“ სპეცტექნიკის და ავტომანქანების შესვლას, რათა კომპანიამ მუშაობის გაგრძელება ვერ შეძლოს. ვარლამ გოლეთიანის თანახმად, მოსახლეობას გადაადგილების არანაირ პრობლემას არ უქმნიან. საპროტესტო აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი მარიტა მუსელიანი ვარაუდობს, რომ კომპანია „ენკას“ მშენებლობის ადგილას აქვს სამუშაო ძალის და საშუალებების გარკვეული რეზერვი, ამიტომ უახლოეს დღეებში შეეცდებიან, რომ ხეობისკენ კომპანიის ავტოტრანსპორტმა არ იაროს. "ახლა გამძლეობაზეა საქმე და ადამიანების სტაბილურ მობილიზაციაზე, რაზეც ალბათ, გათვლა აქვთ, რომ ვერ შეძლებს ამდენი ხალხი დიდი ხნით გაჩერებას“, - უთხრა მედიას მუსელიანმა. მარიტა მუსელიანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციებს თითქმის შვიდი თვეა მართავენ. 23 მაისს, მათ გუმათიდან გადაინაცვლეს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს და დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე მსვლელობა გამართეს. 26 მაისს, საღამოს "რიონის ხეობის მცველები" გუმათში დაბრუნდნენ. მათი უპირველესი მოთხოვნაა გაუქმდეს „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და „ენკას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ მიიჩნევენ და კომპანიამ რიონის ხეობა დატოვოს. მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომაც. ასევე ნახეთ "ნამახვანჰესი" - "კაბალური" და "უკანონო" ხელშეკრულება თუ "გააზრებული" დათმობა პროტესტის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, ჩაერთონ პროექტის ყველა დეტალის გასარკვევად შექმნილ ფორმატებში, ექსპერტების და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მონაწილეობით. ...
წყარო

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 4 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

Saly

თბილისი
  • 9 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Kristina

თბილისი
  • 4 საათის წინ