პოლონეთის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოხატა, რომ საქართველოს ვაქცინები გაუზიაროს

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ მზადყოფნა გამოხატა, რომ საქართველოს ვაქცინები გაუზიაროს. მისი თქმით, პოლონეთი ვაქცინების დაპირებულ დოზებს ახლა იღებს და აქედან გამომდინარე, უკვე შესაძლებლობა ექნება, რომ მათი ნაწილი ქართულ მხარესაც გადასცეს. ამასთანავე, ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ტურიზმის გააქტიურების შემდეგ პოლონეთის მოქალაქეების მოცვაც მოხდება, რათა იმ ადამიანებმა ვინც ვაქცინაცია უკვე ჩაიტარა, გამარტივებულად შეძლონ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა. „ჩვენ ვისაუბრეთ პანდემიის საკითხებზე, მათ შორის გვინდა, რომ საქართველომ შეძლოს ტურისტული მიმართულებით მოიცვას პოლონელი ტურისტები, რომლებიც დაინტერესებულები იქნებიან საქართველოში ჩამოსვლით, რათა მათ, ვინც ვაქცინაცია უკვე ჩაიტარა, გამარტივებულად შეძლონ საქართველოში ჩამოსვლა. მე, ასევე, განვაცხადე პოლონეთის ხელისუფლების მზადყოფნა, გავუზიაროთ საქართველოს ვაქცინები. ჩვენ ვიცით როგორ გამოიყურება სიტუაცია, რომ ვაქცინის მიწოდება არ არის თანასწორი. ჩვენ ვიწყებთ უკვე დაგეგმილი დოზების მიღებას, აქედან გამომდინარე, შევძლებთ საქართველოს გავუზიაროთ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა, ქართული საზოგადოების საკეთილდღეოდ. მე ქალბატონ პრეზიდენტს შევპირდი, რომ ვარშავაში დარბრუნებისთანავე ამ თემაზე ვისაუბრებ როგორც პოლონეთის ეროვნული ვაქცინაციის პროგრამის ხელმძღვანელთან, ასევე პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და იმედი მაქვს, რომ ამ კუთხითაც ჩვენ შევძლებთ ვაჩვენოთ ქართველებს ჩვენი მეგობრობა და ერთმანეთის მხარდაჭერა ასეთ რთულ სიტუაციაში,“- განაცხადა ანჟდეი დუდამ....
წყარო

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 5 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 საათის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • 100%

Олеся

თბილისი
  • 2 დღის წინ

Kristina

თბილისი
  • 2 საათის წინ

Rita

თბილისი
  • 1 საათის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 საათის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 7 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ