"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები გუმათთან რჩებიან

"რიონის ხეობის მცველები" რჩებიან გუმათთან აღმართულ რკინის ჯებირებთან. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ჯებირებს ხელებს ურტყამდნენ და პროტესტს ასე გამოხატავდნენ. ჯებირების მეორე მხარეს სამართალდამცავები იმყოფებიან. ადგილზე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანა. აქციის მონაწილეები აპირებენ რიონის ხეობისკენ მიმავალი გზები გადაკეტონ და გადაადგილების საშუალება არ მისცენ ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას“ ავტომანქანებს. დღეს დილით, "რიონის ხეობის მცველებმა" გზა გადაკეტეს გუმათის გადასახვევთან მდებარე "ენკას" ოფისთან. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციებს თითქმის შვიდი თვეა მართავენ. 23 მაისს, მათ გუმათიდან გადაინაცვლეს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს და დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე მსვლელობა გამართეს. 26 მაისს, საღამოს "რიონის ხეობის მცველები" გუმათში დაბრუნდნენ. მათი უპირველესი მოთხოვნაა გაუქმდეს „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და „ენკას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ მიიჩნევენ და კომპანიამ რიონის ხეობა დატოვოს. მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომაც. ასევე ნახეთ "ნამახვანჰესი" - "კაბალური" და "უკანონო" ხელშეკრულება თუ "გააზრებული" დათმობა პროტესტის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, ჩაერთონ პროექტის ყველა დეტალის გასარკვევად შექმნილ ფორმატებში, ექსპერტების და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მონაწილეობით. ...
წყარო

Liza

თბილისი
  • 11 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 7 საათის წინ

Viktoria

თბილისი
  • 4 საათის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 საათის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ