ნიკა მელიას თქმით, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებზე ენმ-ის არყოფნას აქვს ახსნა

ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ დაწყებული საპროტესტო აქციების შესახებ ილაპარაკა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში. მას მიაჩნია, რომ „რიონის ხეობის მცველებმა“ მეტი სიცხადე უნდა შეიტანონ საკუთარ პოზიციაში. „ის, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს საქართველოში ამას მემგონი საქართველოს არცერთი საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქე არ უნდა ეთანხმებოდეს. მე მგონია, რომ აბსოლუტური უმრავლესობა არც ეთანხმება. მე ციხეში მქონდა შესაძლებლობა, რომ თვალ-ყური მედევნებინა სხვადასხვა გადაცემებისთვის, სადაც საუბრობდნენ რიონის ხეობის დამცველები, რომ ისინი არ იყვნენ არსებითად წინააღმდეგი, რომ ჰესები აშენდეს, მაგრამ დროდადრო მათი გზავნილი გაიმრუდა, გაიბლარა და ისე დაილექა საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილში, რომ თითქოს ეს ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ ნამახვანჰესის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, წინააღმდეგნი არიან მშენებლობის. ეს მეტად უნდა იყოს ახსნილი საზოგადოებისთვის, მეტი სიცხადე უნდა შეიტანონ, იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, საპროტესტო აქცია, რომელიც მიმდინარეობს ამა თუ იმ ქალაქში, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ, არ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი იმის ხარჯზე, რომ საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ და ხვალ-ზეგ და სამ-ოთხ წელიწადში ქვეყანა აღმოჩნდეს აბსოლუტურად განიარაღებული. ბოლომდე ენერგოდამოკიდებული განსაკუთრებით მტრულად განწყობილ სახელმწიფოზე“, - აცხადებს ნიკა მელია. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დასაცავია ოქროს შუალედი. ის განმარტავს, რატომ არ მონაწილეობს „ნაციონალური მოძრაობა“ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში. „ის, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებზე, ამასაც აქვს თავისი ახსნა - მკაფიო გზავნილები უნდა იყოს წარმოდგენილი ორგანიზატორების მხრიდან“, - თქვა მელიამ. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ თუ არ შესრულდებოდა მათი მოთხოვნები, თბილისის ქუჩების პარალიზებას შეეცდებოდნენ. მანამდე 200-ზე მეტი დღის განმავლობაში ისინი აქციას რიონის ხეობაში მართავდნენ. 26 მაისს აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში დაბრუნდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ასეთია: გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია "ენკა რინიუებლზს" შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობ...
წყარო

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 12 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 12 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ