გუმათში აღმართულ რკინის ჯებირზე ერთ საათზე მეტია აქციის მონაწილეები უწყვეტად აბრახუნებენ

თბილისიდან კვლავ სოფელ გუმათში დაბრუნებული „რიონის ხეობის მცველები" დაახლოებით ერთი საათია, რაც გზაზე აღმართულ ჯებირზე ხელებით აბრახუნებენ. სოფელი გუმათი როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, ისინი მოითხოვენ ჯებირის აღებას, რომელიც პოლიციამ, მას შემდეგ დაამატა, რაც აქციის მონაწილეებმა დაბრუნება გადაწყვიტეს. ჯებირს მიღმა კი სამართალდამცველები იმყოფებიან. „ასე გავაგრძელებთ დისკომფორტის შექმნას", - თქვა „რიონის ხეობის მცველების" წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა. აქცის მონაწილეების გადაწყვეტილებით, რიონის ხეობისკენ მიმავალი სამი გზა გადაიკეტება კომპანია „ენკა"-ს ავტომანქანებისთვის. სოფელი გუმათი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ თუ არ შესრულდებოდა მათი მოთხოვნები, თბილისის ქუჩების პარალიზებას შეეცდებოდნენ. მანამდე 200-ზე მეტი დღის განმავლობაში ისინი აქციას რიონის ხეობაში მართავდნენ. 26 მაისს აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში დაბრუნდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ასეთია: გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია "ენკა რინიუებლზს" შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ". გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში ასევე შედის ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში. ...
წყარო

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 12 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 9 თვის წინ

დეა

თბილისი
  • 29 დღის წინ