მარიტა მუსელიანი: აბსურდია ვინმე გვედავებოდეს იმ ჯებირის გამო, რომელიც აქ არ უნდა იდგეს

რიონის ხეობის მცველი, ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგე მარიტა მუსელიანი გამოეხმაურა შსს-ს განცხადებას, გუმათში აღმართული რკინის ჯებირების დაზიანების თაობაზე და განაცხადა, რომ მისთვისაც საინტერესო იქნება, თუკი გაირკვევა, ვინ დააზიანა ჯებირი. თუმცა მარიტა სუბელიანი იქვე შენიშნავს, რომ თავისთავად აბსურდულია ის, რომ ხეობის მცველებს ედავებოდნენ იმ ჯებირის დაზიანებას, რომელიც გუმათში საერთოდ არ უნდა იყო. მარიტა მუსელიანი ამბობს, რომ მათ არ დაუნახავთ, თუ ვინ გადაკეცა ჯებირის კიდე, აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად მასზე მხოლოდ აბრახუნებდნენ და მისთვისაც საინტერესოა, თუ ამას სამართალდამცველები გამოიძიებენ: „არ არის გამორიცხული, რომ ეს სხვა ადამიანის გაკეთებული იყოს. გამოძიების საგანიც ეს არის, გაარკვიოს, აქციის მონაწილემ გააკეთა ეს თუ სხვამ. ეს ჩემთვისაც საინტერესოა, მომავალში რომ უფრო ყურადღებით ვიყო იმ ადამიანის მიმართ. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ შსს-ს აქ სრულიად დაუსაბუთებლად აქვს ეს ჯებირები აღმართული“. ასევე ნახეთ "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები გუმათთან რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტრო მიერ მიერ გავრცელებულ განცხადებაში კანონდარღვევად აფასებს ჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მიერ რკინის ჯებირებზე ქვებით ბრახუნს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა "ნივთის განადგურებისთვის ან დაზიანებისთვის" დგება და გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან შინაპატიმრობა ან პატიმრობა ერთიდან სამ წლამდე. რიონის ხეობის მცველები თბილისიდან ხეობაში გუშინ ღამით დაბრუნდნენ. მათ სოფელ გუმათში რკინის ჯებირებით გადაკეტილი გზა დახვდათ. პროტესტის ნიშნად ისინი რკინის ჯებირებს ხელს ურტყამდნენ და მის აღებას მოითხოვდნენ. აქციის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ ადგილზე დარჩებოდნენ და ასე შეუქმნიდნენ პოლიციას დისკომფორტს. მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია - შეჩერდეს "ნამახვანჰესის" მშენებლობა. ...
წყარო

Viktoria

თბილისი
  • 2 საათის წინ

Kristina

თბილისი
  • 2 საათის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 17 საათის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 12 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 7 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 12 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 საათის წინ

Anastasia

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 5 დღის წინ