ასე გამოდის, რომ ადამიანს არ უნდა ამნისტია და ძალით უნდათ შევახოთ, რაც გაუგებარია, ვინმეს თუ არ უნდა, ბუნებრივია, მასზე არ უნდა გავრცელდეს

ასე გამოდის, რომ ადამიანს არ უნდა ამნისტია და ძალით უნდათ შევახოთ, ეს გაუგებარია, ვინმეს თუ არ უნდა ამნისტიის კანონი, ბუნებრივია, მასზე არ უნდა გავრცელდეს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ნიკა მელიასთან მიმართებით, ამნისტიის შესახებ პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, ოპოზიციასთან კონსულტაციები გაგრძელდება და შესაძლოა, მეორე მოსმენამდე გარკვეულ საკითხებზე პოზიციები შეჯერდეს. “ეს კანონპროექტი პირველი მოსმენით არსებითად იმ სახით დამტკიცდება, როგორც იყო ინიცირებული, დანარჩენი ვნახოთ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. დღეს იყო გარკვეული კონსულტაციები, ეს გაგრძელდება. ორ კვირაში გაიმართება მეორე მოსმენა და მეორე მოსმენამდე შეიძლება გარკვეულ საკითხებზე პოზიციების შეჯერება. ჩვენ ვმოქმედებთ შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, სადაც წერია, რომ ამნისტიის შესახებ კანონი უნდა იქნას მიღებული და ეს კანონი უნდა შეეხებოდეს ყველას. რაც შეეხება უარის შესახებ დათქმას, შარლ მიშელის დოკუმენტი თავისთავად ითვალისწინებს იმას, რომ მხარეები უნდა იყვნენ თანახმა ამ დოკუმენტის პირობებზე. თუ ვინმე უპირისპირდება მიშელის დოკუმენტს, უპირისპირდება მათ შორის, ამნისტიას, ბუნებრივია, მასზე შეიძლება არ გავრცელდეს ამნისტიის კანონი, ეს ასახულია კანონში,”- განაცხადა კობახიძემ....
წყარო

Dina

თბილისი
  • 6 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 7 საათის წინ
  • 100%

Олеся

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 14 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 7 საათის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 12 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 7 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 7 საათის წინ