ცესკო თვითმმართველობის არჩევნებისთვის კუთვნილი შენობების გარემონტებას გეგმავს

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის კუთვნილი შენობების გარემონტებას გეგმავს. ცესკო თავმჯდომარე, თამარ ჟვანია შესყიდვების სააგენტოს სთხოვს, რომ 889 ათასი ლარის სარემონტო სამუშაოები ტენდერის გარეშე, პირდაპირ დადებული ხელშეკრულებებით ჩაატაროს. ცესკომ შენობების გარემონტების გადაწყვეტილება წინსწრებით მიიღო - პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილება, რომლის მიხედვითაც ცესკო ადმინისტრაციაში წევრების რაოდენობა 11-დან 17-მდე იზრდება. "სათანადო სამუშაო პირობების შესაქმნელად აუცილებელია მოწესრიგდეს და გაიმართოს სამუშაო ოთახები/ინფრასტრუქტურა... სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება ატარებს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს", - ვკითხულობთ შესყიდვების სააგენტოსთვის მიწერილ წერილში. აქვე აღნიშნულია, რომ ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში სარემონტო სამუშაოები დროში ვერ მოესწრება. "საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები განპირობებულ იქნა მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე და ვერ იქნებოდა ცესკოს მიერ გათვალისწინებული, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას შეძლებოდა შესაბამისი პროცედურების დაწყება უფრო ადრეულ ეტაპზე", - აღნიშნულია წერილში. საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. წინ კიდევ ორი მოსმენაა და დოკუმენტის კანონად გადასაქცევად აუცილებელია პრეზიდენტის ხელმოწერა. პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში დაიწყეს. პარტიების ერთმა ნაწილმა, გარდა "ნაციონალური მოძრაობის" ბლოკისა, საპარლამენტოს საქმიანობა დაიწყეს. პარლამენტში შევიდა "ევროპული საქართველოს" სიით არჩეული დეპუტატების ნაილიც. ...
წყარო

Elisa

თბილისი
  • 10 თვის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 14 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 12 საათის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 12 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 18 საათის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 21 საათის წინ

Lala

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 9 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ