პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა რუსეთის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა რუსეთის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) , იუსტიციის მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალპერინი, რომელსაც ეს თანამდებობა ეკავა 2015 წლიდან. ადამიანის უფლებათა სასამართლოში გალპერინი რუსეთს 2017 წლიდან წარმოადგენდა. გაზეთ „კომერსანტის“ თანახმად, ECHR-ში რუსეთს ეყოლება ახალი წარმომადგენელი - მიხაილ ვინოგრადოვი, რომელიც 26 მაისიდან რუსეთის გენერალურ პროკურატურაში საერთაშორისო-სამართლებრივ სამმართველოს ჩაუდგა სათავეში. ამ ნაბიჯით სტრასბურგის და სხვა საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წარმომადგენლობა გადავიდა რუსეთის გენერალურ პროკურატურაზე, რასაც რუსეთში ბევრი ელოდა მას შემდეგ, რაც მარტის თვეში ვლადიმირ პუტინი დაეთანხმა გენერალურ პროკურორ იგორ კრასნოვს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს წერდა, რომ საჭიროა საქმიანობის გააქტიურება იმ „იურიდიული აგრესიის“ წინააღმდეგ, რაც „ცალკეულმა ქვეყნებმა“ და საზღვარგარეთ მცხოვრებმა ცალკეულმა ბიზნესმენებმა რუსეთის წინააღმდეგ გააჩაღეს. „უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე დაყრდნობით რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილია ინდივიდუალური და სახელმწიფოთაშორისო საჩივრები. კვლავინდებურად რთული სიტუციაა მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს გამოძიებასთან დაკავშირებით. შექმნილი ვითარება გადაუდებელ ზომებს საჭიროებს“, - წერს კრასნოვი ვლადმირ პუტინს. წერილში ნახსენები იყვნენ რუსეთის მოქალაქეები სერგეი პუგაჩოვი, მიხაილ ხოდორკოვსკი, ლეონიდ ნევზლინი და უკრაინელი - იჰორ კოლომოისკი და რინატ ახმეტოვი. 2021 წელი მძიმედ დაიწყო და, რამდენიმე რეზონანსული სასამართლო პროცესის გამო, ასევე მძიმედ წარიმართება რუსეთისათვის, რასაც გასული წლის ბოლოს წინასწარმეტყველებდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში (ECHR) რუსეთის ფედერაციის ყოფილი რწმუნებული, მიხაილ გალპერინი. „უკვე გასაგებია, რომ ჩვენ გველოდება დაძაბული წელი, საერთაშორისო განხილვების თვალსაზრისით. მრავალი პროცესუალური მოვლენა გადმოვიდა განვლილი წლიდან, რომელიც საკარანტინო შეზღუდვების ნიშნით მიილია. ამიტომ უცხოეთის და საერთაშორისო სასამართლოები კვლავ კრეფენ სიჩქარეს“, - განაცხადა გასული წლის ბოლოს გალპერინმა. ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 10 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 28 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 12 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 5 საათის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ