ცნობილია ქართველი მწერლების სარეზიდენციო პროგრამის გამარჯვებულები

27 მაისს, ცნობილი გახდა „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ გამოცხადებული, ქართველ მწერალთა სარეზიდენციო პროგრამის გამარჯვებული მწერლების ვინაობა, რომელთა შორის არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, ეკა ქევანიშვილი. პროგრამის ფარგლებში მიღებული აპლიკაციები დეტალურად განიხილა და შეაფასა სპეციალურად შექმნილმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: როსტომ ჩხეიძე ირაკლი კაკაბაძე ნინო სადღობელაშვილი ნესტან (ნენე) კვინიკაძე ირაკლი სამსონაძე. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა ათი გამარჯვებული, რომლებსაც, მიმდინარე წლის ზაფხულში, შესაძლებლობა ექნებათ, პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილ ახალ ლიტერატურულ ტექსტებზე, მშვიდ და კომფორტულ გარემოში იმუშაონ. გამარჯვებული მწერლების სია ასეთია. მარი ბექაური - „ტოტალური ადამიანი“ (სულაკაურის გამომცემლობა); თამთა მელაშვილი - „ბერტა ფონ ზუტნერის გზა საქართველოში“ (სულაკაურის გამომცემლობა); ნათია როსტიაშვილი - „სხვა სკოლა“ (ინტელექტი); შოთა იათაშვილი - „ნათიას და თათიას თავგადასავალი”(პალიტრა L); სალომე ბენიძე - „თოვლივით მსუბუქი მიწა“ (ინტელექტი); ილია ჭანტურია - „გემი დავლანდე“ (არტანუჯი); დათია ბადალაშვილი - „მათ სხვა ცხოვრება არ ენახათ” (ინტელექტი); ეკა ქევანიშვილი - „საბჭოთა (ბავშვობის) ჰერბარიუმი” (მელანი); პაატა შამუგია - „არგადარჩენა“ (ინტელექტი); დავით რობაქიძე - „რწყილი და ჭიანჭველა“ (საარი). მწერალთა სარეზიდენციო პროგრამის მიზანი, ავტორთა მოტივაციის გაზრდა, ნაყოფიერი სამუშაო პროცესისა და შემოქმედებითი საქმიანობის წარმართვაა, რის შედეგადაც, მომავალი წლის აპრილამდე, შეიქმნება და გამოიცემა სრულიად ახალი ლიტერატურული ნამუშევრები. შერჩეული მწერლებისთვის, პროგრამა ითვალისწინებს ორკვირიანი სამუშაო გარემოს შექმნას საქართველოს არანაკლებ ხუთ სხვადასხვა ქალაქში. გამარჯვებული მწერლები, ასევე, მიიღებენ საავტორო ჰონორარს. ...
წყარო

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 8 საათის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 10 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 1 საათის წინ

Mila

თბილისი
  • 14 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ